სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა
მომწოდებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 31 ივლ / ბოლო ვადა: 14 სექ
თანდართული ფაილი: 184618-gipa.zip
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს მიღებას სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამაზე.

პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, ვისაც მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი სოციალური მეცნიერებების რომელიმე ქვედარგში, ან ფლობს მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს. გამონაკლისი დაიშვება სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლევის გამოცდილების და შესაბამისი კვალიფიკაციის შეფასების მიხედვით.

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველებმა ადმინისტრაციასთან უნდა წარმოადგინონ საბუთები:

** შევსებული სააპლიკაციო ფორმა
** პროფესიული ბიოგრაფია (CV)
** აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი, (სავალდებულოა სამაგისტრო დიპლომი გაცემული იყოს სოციალური მეცნიერებების დარგში, გამონაკლისია საჯარო მმართველობა), უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარების უფლებამოსილება აქვს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს)
** მაგისტრის დიპლომის დანართი
** პირადობის მოწმობის ასლი
** ერთი ფოტოსურათი 3X4 - ზე
** სადოქტორო კვლევის საკითხის აღწერა. (საკვლევი თემის მნიშვნელობა, სამეცნიერო სიახლე, კვლევაში გამოსაყენებელი მეთოდოლოგიის მოკლე აღწერა, მინიმუმ 1000 სიტყვა). იხილეთ ფორმა
** ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ B 2 დონის საერთაშორისო სერტიფიკატი. (თუ ასეთი არ არსებობს, ჩააბარებს შიდა გამოცდას ინგლისურ ენაში) ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების ვალებულებისგან თავისუფლდებიან კანდიდატები, ვისაც ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა აქვთ დამთავრებული საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.
** დოქტორანტობის კანდიდატი, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, წარმოადგენს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ჩააბარებს გამოცდას ქართულ ენაში.
** კანდიდატები პროგრამაში ჩაირიცხებიან გასაუბრების საფუძველზე დარგობრივ კომისიასთან,

გასაუბრებისას მხედველობაში მიიღება:

** შერჩეული საკვლევი საკითხის აქტუალობა და სამეცნიერო სიახლე
** გამოქვეყნებული ან დასაბეჭდად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
** სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
** სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივობები

პროგრამის წლიური ღირებულება შეადგენს 2500 ლარს.

საბუთების მიღება მიმდინარეობს 2018 წლის 1 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, იეთიმ გურჯის ქ #7, სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ქ-ნ ნათია ჭიღვარიას natia@gipa.ge

ტელ: 595659556

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ თქვენ მაგისტრატურა დამთავრებული გაქვთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან - დიპლომთან ერთად, უნდა წარმოადგინოთ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე