მცირე გრანტების პროგრამა
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მცირე გრანტების პროგრამა
მომწოდებელი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 1 აგვ / განახლდა: 1 აგვ / ბოლო ვადა: 24 სექ
თანდართული ფაილი: 184589-csi-smallgrants.zip
სახელმწიფო გრანტების მონიტორინგისთვის მცირე გრანტები

აღნიშნული საგრანტო კონკურსი ცხადდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს (CSI) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.

პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. შესაბამისად, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი გულისხმობს სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების არსებული სისტემის პერიოდულ მონიტორინგს და ამ მიზნით, 2018-2020 წლებში გათვალისწინებულია მცირე ქვე-გრანტების გაცემა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს;
საგრანტო თანხის ოდენობა: 7 500 ევროს ექვივალენტი ლარებში.
პროექტის ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 6 თვე;

კონკურსში მონაწილეთა საპროექტო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 24 სექტემბერი 18:00 სთ.

გთხოვთ საგრანტო კონკურსის პირობების და საკონკურსო მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: http://www.civilin.org/viewtopic.php?id=235
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე