მობილობის პროგრამა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მობილობის პროგრამა
მომწოდებელი: საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 26 ივლ / ბოლო ვადა: 29 აგვ
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის/ტრიმესტრისთვის, შემდეგ პროგრამებზე:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
ბ) ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში.

მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" ელექტრონულ პორტალზე 2018 წლის 25 ივლისიდან 2018 წლის 16 აგვისტოს 18:00 საათამდე.

უნივერსიტეტში რეგისტრაციის და განაცხადების წარმოდგენის ვადაა 2018 წლის 20 აგვისტოდან 2018 წლის 29 აგვისტოს 17:00 საათამდე.

მობილობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) პირადი განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) განათლების დამადასტურებები დოკუმენტის ასლი;
დ) სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის);
ე) ფოტოსურათი (3x4);
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში ცნობა დოკუმენტის ნამდვილობის შესახებ;
ზ) აკადემიური მოსწრების ბარათი/ნიშნების ფურცელი;
თ) ცნობა სასწავლებლიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ, შესაბამისი ბრძანებების მითითებით;
ი) სტუდენტის ჩარიცხვის/სტატუსის შეჩერების/სტატუსის შეწყვეტის/შიდა მობილობის ბრძანებიდან ამონაწერი, თუ აღნიშნული ინფორმაცია არ არის მითითებული სტუდენტის მიერ წარმოდგენილ ცნობაში;
კ) სასწავლო კურსების მოკლე აღწერები/სილაბუსები მათი წარმოდგენის აუცილებლობის შემთხვევაში.

მობილობისათვის ვაკანტური ადგილების რაოდენობაა:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა - 5 ადგილი;
ბ) ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში - 5 ადგილი.

პროგრამაზე მობილობის წესით ჩასარიცხად კანდიდატმა უნდა გაიაროს ინტერვიუირება - 30-31 აგვისტო, 2018 წელი.

ინტერვიუირების თემები და კრიტერიუმები საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის:

ინტერვიუირების თემები:

ა) პროფესიული არჩევანის აღწერა და სწავლის მოტივაცია;
ბ) კანდიდატის დამატებითი ცოდნა საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით;
გ) მიღებული განათლება და პროფესიული საქმიანობა;
დ) შეხედულებები სხვა ალტერნატიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ;
ე) პროგრამაზე ჩაბარების მოტივაცია;
ვ) საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული აქტუალური ტენდენციების ცოდნა;
ზ) პირველადი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი სასწავლო კურსები;
თ) კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე.

ინტერვიუირების კრიტერიუმები:

ა) სტრუქტურირებული საუბრის უნარი;
ბ) კომუნიკაციის უნარი;
გ) თვითშეფასება და თვითკრიტიკა;
დ) მოტივაცია;
ე) არჩევანის დასაბუთების უნარი;
ვ) პასუხისმგებლობის უნარი;
ზ) პირველადი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილ სასწავლო კურსებში მიღებული ცოდნა და უნარი;
თ) ინგლისური ენის ფლობა B1 დონეზე.

ინტერვიუირების თემები და კრიტერიუმები სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის:

ინტერვიუირების თემები:

ა) პროფესიული არჩევანის აღწერა და სწავლის მოტივაცია;
ბ) კანდიდატის დამატებითი ცოდნა საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით;
გ) პროგრამაზე ჩაბარების მოტივაცია;
დ) მშობლიურ უნივერსიტეტში გავლილი სასწავლო კურსები;
ე) კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე.

ინტერვიუირების კრიტერიუმები:

ა) სტრუქტურირებული საუბრის უნარი;
ბ) კომუნიკაციის უნარი;
გ) თვითშეფასება და თვითკრიტიკა;
დ) მოტივაცია;
ე) არჩევანის დასაბუთების უნარი;
ვ) პასუხისმგებლობის უნარი;
ზ) პირველადი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილ სასწავლო კურსებში მიღებული ცოდნა და უნარი;
თ) ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე