ტრენინგი ბიზნესის დაკრედიტებაში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი ბიზნესის დაკრედიტებაში
მომწოდებელი: Tbilisi bankers
გამოქვეყნდა: 25 ივლ / ბოლო ვადა: 25 აგვ
პროფესიონალ ბანკირთა გაერთიანება "თბილისი ბანკერს" გთავაზობთ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს ბიზნესის დაკრედიტებაში.

ტრენინგი განკუთვნილია მათთვის ვინც უკვე მუშაობს ბანკში ან საფინანსო ორგანიზაციაში და სურს განვითარება საკრედიტო მიმართულებით, ასევე მათთვის ვინც ეძებს სამსახურს ამავე სფეროში ნორმალური ანაზღაურებით.

ტრენინგზე განხილული იქნება კონკრეტული ქეისები და მაქსიმალურად დაეთმობა დრო დაკრედიტების უნარ ჩვევების გამომუშავებას. კურსი მოიცავს პრაქტიკულ ქოუჩინგს ბიზნეს დაკრედიტებაში. ასევე განხილული იქნება ბანკის სტრუქტურა და ზოგადად საბანკო საქმე.

კურსი მორგებულია სხვადასხვა ბანკების საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე.

კურსის დამთავრების შემდეგ შეძლებთ ბიზნესის კრედიტუნარიანობის განსაზღვრას. ასევე მიიღებთ რეალურ რეკომენდაციას შესაბამის პოზიციაზე დასაქმებისთვის.

ტრენინგის ხანგრძლივობაა ერთი თვე 28 საათი, ტარდება ყოველ შაბათს 10:00-17:00
ტრენინგი ჩატარდება მხოლოდ მოქმედი და გამოცდილი ბანკირების მიერ.
სრული კურსის ღირებულებაა 670 ლარი. ჯგუფში მაქსიმუმ 5 ადამიანი
ინდივიდუალური სწავლება -1870 ლარი

ჯგუფური ქოუჩინგი იწყება 15 სექტემბრიდან, ხოლო ინდივიდუალური 15 აგვისტოდან.

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე tbilisibankers@gmail.com, რათა შევძლოთ თქვენთვის სწორი ჯგუფის შერჩევა, ხოლო კითხვების შემთხვევაში დაგვირეკეთ 595 30 39 36
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე