ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურებაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 23 ივლ / ბოლო ვადა: 3 სექ
თანდართული ფაილი: 183880-sos-tender-insurance.zip
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს სადაზღვევო კომპანიებს, თბილისსა და ქუთაისში თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულ სადაზღვევო კომპანიებს სატენდერო დოკუმენტაციის პაკეტის ჩამოტვირთვა შეუძლიათ დანართიდან.
სატენდერო დოკუმენტაცია შედგება შესავსები ექსელის ფაილისაგან - სადაზღვევო პაკეტები და დამატებითი პირობები და კომენტარების დოკუმენტისაგან.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

1. ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
2. უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
3. ფასები თანდართული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტების მიხედვით, ყველა დამატებითი პირობებისა და კომენტარების გათვალისწინებით (წინადადებას უნდა ჰქონდეს პრეზენტაციის სახე (PowePoint ფორმატი) და მოთხოვნილი დამატებითი პირობები ხაზგასმით უნდა იყოს ნაჩვენები);
4. გასაფორმებელი ხელშეკრულების დრაფტი (შემდეგი ინფორმაციის მითითებით: სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა; გამონაკლისების დეტალური სია, ე.წ. "ვორდინგი", პროვაიდერების სია.

კონვერტში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ასევე აღნიშნული დოკუმენტაცია, ჩაწერილი CD დისკზე, გასაფორმებელი ხელშეკრულების დრაფტი და ე.წ. "ვორდინგი" MS Word-ის ფორმატში.

მომსახურების გაწევის ვადები: 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2019 წლის 14 ოქტომბრამდე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" პრეტენაციის ჩასატარებლად მოიწვევს პირველ ეტაპზე შერჩეულ სადაზღვევო კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს ტენდერის ფარგლებში გათვალისწინებული მოთხოვნები.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ თქვენი კომპანიის დასახელება, პასუხისმგებელი პირის ტელეფონი და ელ.ფოსტა, ტენდერის დასახელება "თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევა"

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 3 სექტემბერი, 16:00 საათი.
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 11ა, ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი".

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურ საქმიანობას ეწევა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს, როგორც ოჯახის დამხმარე, ისე ალტერნატიული მომსახურებების განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვებისა და მათი მშობლების სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის პოლიტიკის შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 134 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე