სრული დაფინანსება მაგისტრატურაზე
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სრული დაფინანსება მაგისტრატურაზე
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 18 ივლ / ბოლო ვადა: 7 სექ
საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ სრული დაფინანსების მოპოვებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

1. სამართლის სამაგისტრო პროგრამა (ქართულენოვანი) - 5 ადგილი
2. საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამა (ინგლისურენოვანი) - 20 ადგილი

სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდება იმ სტუდენტს, რომელსაც აქვს 2016-2018 წლებში აღებული, ინგლისური ენის ერთ-ერთი გამოცდის სერტიფიკატი, მითითებული ქულებით:

** TOEFL - 85 და მეტი ქულა;
** IELTS - 6 და მეტი ქულა;
** Cambridge English Exam - 170 და მეტი ქულა.

კონკურსის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება:

** სპეციალობის გასაუბრების უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატის სასარგებლოდ.
** ენის სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაშიც, უნივერსიტეტი ორივე პროგრამაზე სრულად დაფარავს სწავლის საფასურის სხვაობას 100%-იანი გრანტის მოპოვებისას.

მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე გასვლის მიზნით რეგისტრაციისას წარმოადგინოს:

** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** ბაკალავრის დიპლომი (დედანი, ასლი), ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
** სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟების შემთხვევაში);
** ფოტოსურათი (3X4);
** CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი;
** ბოლო ორი წლის განმავლობაში გაცემული ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა არის 29 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით. რეგისტრაცია ჩატარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 18:00 საათიდან 21:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. 77, IV სასწავლო კორპუსი, II სართული, ოთახი #201.

მეტი ინფორმაცია სამართლის ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამის შესახებ იხილეთ აქ: https://online.ug.edu.ge/programs/programs_full.php?programID%5b%5d=168&lang=geo&level=2 | https://www.facebook.com/uglawschool/

მეტი ინფორმაცია საერთაშორისო ბიზნეს სამართლის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის შესახებ იხილეთ აქ: https://online.ug.edu.ge/programs/programs_full.php?programID%5b%5d=233&lang=geo&level=2

https://www.facebook.com/IBLGeorgia/

ნებისმიერ დროს, კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით მეილზე: a.khurtsidze@ug.edu.ge

ტელ: +995 032 2 55 22 22 (328) (სამუშაო საათებში: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათი)
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე