კონკურსი მასპინძელი ოჯახის შესარჩევად
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონკურსი მასპინძელი ოჯახის შესარჩევად
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 17 ივლ / ბოლო ვადა: 16 აგვ
თანდართული ფაილი: 183209-host-family.zip
ა(ა)იპ "ბავშვი ოჯახი საზოგადოება" აცხადებს კონკურსს მასპინძელი ოჯახის შესარჩევად თბილისში, რომელიც უმასპინძლებს საქართველოში ა.შ.შ.-ის მშვიდობის კორპუსის ამერიკელ მოხალისეს. (ჩამოსვლის სავარაუდო თარიღი - თებერვალი, 2019).

მოთხოვნები:

** მასპინძელი ოჯახის სახლი უნდა მდებარეობდეს მოხალისის სამსახურიდან (ვაჟა-ფშაველას გამზირი 76ბ) არა უმეტეს 45 წუთის ფეხით სავალ მანძილზე(ვაკე-საბურთალო, დიდუბე, პლეხანოვი, ვორონცოვი, სოლოლაკი, მთაწმინდა) და მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო გარემოთი!
** მასპინძელი ოჯახი უზრუნველყოფს მოხალისეს ცალკე ოთახით. ოთახში უნდა იყოს ელემენტარული ავეჯი: საწოლი, მაგიდა, სკამი, კარადა, კარი აუცილებლად უნდა იკეტებოდეს გასაღებით, ასევე მოხალისეს უნდა შეეძლოს სარგებლობა სამზარეულოთი და სააბაზანო ოთახით, სადაც აუცილებლად იქნება სარეცხი მანქანა. საპირფარეშო აუცილებლად განლაგებული უნდა იყოს სახლში ან სახლთან ახლოს არაუმეტეს 25 მეტრის მანძილზე.
** ზამთრის განმავლობაში სახლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობის რომელიმე საშუალებით.
** მშვიდობის კორპუსი მასპინძელ ოჯახს ყოველთვიურად უხდის 385 ლარს, რის სანაცვლოდაც მასპინძელი ოჯახი უზრუნველყოფს მოხალისეს საცხოვრებელი პირობებით და კვებით; ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით მოხალისე დამატებით გადაიხდის მისი ოთახის გათბობის ხარჯებს 65 ლარის ოდენობით;
** სასურველია, მასპინძელი ოჯახის რომელიმე წევრს შეეძლოს ინგლისურ ენაზე საუბარი; და სურვილი ექვსი თვიდან ერთ წლამდე მიიღოს ამერიკელი მოხალისე, როგორც ოჯახის წევრი. გააცნოს ადგილობრივი კულტურა და ადათ-წესები; დაეხმაროს მოხალისეს ქართული ენის შესწავლაში.
** კავშირი ბავშვი ოჯახი საზოგადოება 1995 წლიდან ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და მათ მშობლებს. ორგანიზაციის მისია მდგომარეობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის თანაბარი პირობების შექმნაში, მათი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და საზოგადოებაში ჩართულობის უზრუნველყოფაში.

გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ თქვენი პირობები და საკონტაქტო ნომერი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dcfs.georgia@gmail.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 16 აგვისტო.

დაინტერესების შემთხვევაში თავად დაგიკავშირდებით!
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე