ბანკის მოლარე-ოპერატორის მოსამზადებელი კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბანკის მოლარე-ოპერატორის მოსამზადებელი კურსი
მომწოდებელი: ბიზნეს აკადემია
გამოქვეყნდა: 16 ივლ / ბოლო ვადა: 16 აგვ
ბიზნეს აკადემია აცხადებს მიღებას ბანკის მოლარე-ოპერატორის პოზიციისთვის მოსამზადებელ კურსზე.

მოსამზადებელი კურსი დაიგეგმა ივლისი-აგვისტოს თვის ვაკანსიებისთვის.

მომზადება მიმდინარეობს თიბისი ბანკის და საქართველოს ბანკის მიერ გამოცხადებული ვაკანსიების სტანდარტების დაცვით. მოსამზადებელ კურსზე მიიღებიან მხოლოდ და მხოლოდ ის პირები, ვინც გეგმავენ საბანკო სექტორში სალარო-საოპერაციო განყოფილებებში მუშაობა. ბიზნეს აკადემიაში ეს არის ერთადერთი სასწავლო ცენტრი საქართველოს ბაზარზე, სადაც დანერგილია თიბისი ბანკის პროგრამა ALTA (software) B 6.

ჩვენს მიერ გადამზადებული მსმენელების 80% კომერციულ ბანკებში იკავებენ შემდეგ პოზიციებს:

1. მსმენელების 40% -თიბისი ბანკი

** მოლარე/მოლარე-ოპერატორი
** უნივერსალური მოლარე-ოპერატორი
** გაყიდვების კონსულტანტი
** ადმინისტრატორი
** ქოლ-ცენტრის ოპერატორი
** ბექ-ოფისის თანამშრომელი ( დამწყები)
** განვადების მენეჯერი

2. მსმენელების 30%- საქართველოს ბანკში:

** Express მოლარე-ოპერატორი
** უნივერსალური მოლარე-ოპერატორი
** სატელეფონო ცენტრი ოპერატორი
** განვადების მენეჯერი

(თი-ბი-სი ბანკის და ბანკი რესპუბლიკას გაერთიანების პროცესში ბიზნეს აკადემიაში 200-მდე დამწყები მოლარე-ოპერატორი და ოპერატორი მოამზადა და კვალიფიკაცია გაიარა).

მოსამზადებელ კურსზე მსმენელები პარალელურად გაივლიან საქართველოს ბანკის და თიბისი ბანკის ჯგუფურ გასაუბრებებზე არსებულ ყველა ქეისს.

ბანკის უნივერსალური მოლარე-ოპერატორის პოზიციისთვის მოსამზადებელი პროგრამის მოკლე მიმოხილვა:

** სალარო /საოპერაციო დღის გახსნა
** ფიზიკური პირების მომსახურება
** ყველა საბანკო ანგარიში: მიმდინარეო, მულტისავალუტო/საბარათე ანგარიშების გახსნა, სერვისების ჩართვა და საბანკო ოპერაციების შესრულება
** ანგარიშებზე ოპერაციების წარმოება
** შეგროვების ოპერაციები ანგარიშებზე
** საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო თანხების გადარიცხვები
** იურიდიული პირის ანგარიშების გახსნა
** იურიდიული პირების ანგარიშებზე ნაღდი და უნაღდო ოპერაციები
** საფულე ჩეკის წიგნაკების გაცემა-რეგისტრაცია
** საფულე ჩეკის წიგნაკით თანხების გაცემა
** საანაბრე ანგარიშების გახსნა, კონკრეტული მიზნობრიობის მქონე ანგარიშები
** ფასიანი ქაღალდები
** საბანკო გადარიცხვები ქვეყნის შიგნით
** გადარიცხვები ქვეყნის გარეთ
** 55 დღიანი საკრედიტო ბარათზე ლიმიტის განსაზღვრა/დამტკიცება/გაცემა
** 55 დღიანი საკრედიტო ბარათის %-ის დათვლა
** საბუთების ფორმირება
** დებეტური მემორიალური ორდერით, კლიენტის ანგარიშიდან საკომისიოების ჩამოჭრა
** დიჯიპასის საკომისიო/გატარება
** ბიზნეს ბარათის საკომისიო/ გატარება
** ყველა საბანკო ტრანზაქცია, რომელიც ბანკის ფიზიკური თუ იურიდიული პირის ოპერატორის ფუნქცია-მოვალეობაა

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და რეკომენდაცია. კურსის დასრულებამდე თითოეული მსმენელის რეზიუმე რეკომენდაციით გადაიგზავნება ძირითად კომერციულ ბანკებში. კურსს უხელმძღვანელებს, საბანკო სექტორში 10 წლიანი გამოცდილების მქონე მენეჯერი.

მოსამზადებელი კურსი-სტაჟირებით ხანგრძლივობაა - 3კვირამდე.
მოსამზადებელი ლექციები ჩატარდება კვირაში 5 -ჯერ

ლექციის ხანგრძლივობა-2 სთ (აკადემიური საათი)
ერთი შეხვედრა = ორი ლექცია.
კურსის ღირებულება-250 ლარი.
თანხის გადახდა II ლექციისთვის.

კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს:

** ნაკადი N1- 11:30სთ
** ნაკადი N2- 13:30 სთ

1. ინდივიდუალურად მოემზადებით გასაუბრებაზე.
2. აიღებთ რეკომენდაცია.
3. თქვენ არ გეყოლებათ კონკურენტი.
4. თქვენ თავისუფლად შეძლებთ საბანკო სექტორში მუშაობას.

კურსზე მიღება შეზღუდული არ არის. დასაქმებისთვის მომზადება შეიძლება გაიაროს ნებისმიერმა პირმა, სტუდენტმა, უნივერსიტეტ დამთავრებულმა, სტუდენტმა ვისაც აკადემიური აქვს აღებული. პირს ვისაც აქვს საშუალო განათლება პერსპექტივა ექნება მუშაობა დაიწყოს კარგ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.

კურსის დაწყების თარიღი იხ. ჩვენს facebook-ის გვერდი: https://www.facebook.com/biznesakademia

სავაკანსიო მოსამზადებელ ეტაპზე რეგისტრაციისთვის, გადმოაგზავნეთ რეზიუმე (СV) ელ.ფოსტა: HRBacademy@gmail.com და კურსის დასახელებაში მიუთითეთ "ბანკის მოლარე-ოპერატორი და ნაკადი N".

დარეგისტრირებული მსმენელი მიიღებს 24 სთ-ში ელ.შეტყობინებას. კურსის დაწყებამდე ერთი დღით ადრე SMS შეტყობინებას. მოსამზადებელი კურსის ითვალისწინებს 100%-მდე დასაქმების პერსპექტივას. შენ თავისუფლად იწყებ კარიერას თიბისი ბანკში (ან) საქართველოს ბანკში (ან) ვითიბი ბანკში (ან) ლიბერთი ბანკში (ან) ბაზის ბანკში და ა.შ

P.S შენ თავისუფლად შეგიძლია დაიწყო მუშაობა ნებისმიერ კომერციულ ბანკში.

"ბიზნეს აკადემია"
საკონტაქტო ტელეფონი: (+995 790)458582
მენეჯერი: (+995 555)678545 / +995 598 77 85 82
მისამართი: მარჯანიშვილის N21, მე-4 სართული.N 15
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე