პრობლემური სესხის ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრობლემური სესხის ექსპერტი
მომწოდებელი: ევროკრედიტი
გამოქვეყნდა: 14 ივლ / ბოლო ვადა: 6 აგვ
მიკროსაფინანსო კომპანია "მისო ევროკრედიტი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური ექსპერტის პოზიციაზე.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მისო ევრო კრედიტი" ხელმისაწვდომს ხდის ფულად რესურსებს მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ფინანსური პროდუქტების მეშვეობით. ამჟამად ბაზარზე წარმოდგენილი ვართ ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხებით.

"მისო ევრო კრედიტი" მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც თანაბრად აძლევს თითოეულ თანამშრომელს კარიერული ზრდისა და განვითარების საშუალებას. კომპანია თავისი თანამშრომლებისათვის ქმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს და უზრუნველყოფს დამატებითი ბენეფიტებით.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ხელფასი კვალიფიკაციის შესაბამისად მინიმუმ 1000 ლარიდან (ხელზე ასაღები) + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის ანალიზი/დამუშავება
** დავალიანების დაფარვის მიზნით პრობლემურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება
** პრობლემურ კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია და ყოველდღიური ვიზიტები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება
** ვადაგადაცილებულ სესხებთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია საკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ავტომანქანის მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი.

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებულობა
** მოლაპარაკების წარმართვის მაღალი უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** პრინციპულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 6 აგვისტო.

შემდეგი ეტაპისათვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე