უმცროსი ინსპექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უმცროსი ინსპექტორი
მომწოდებელი: დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
გამოქვეყნდა: 14 ივლ / ბოლო ვადა: 30 ივლ
თანდართული ფაილი: 182938-spd-app.zip
ინკასაციის სამმართველოს 25 ვაკანსია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ინკასაციის სამმართველოში 25 ვაკანტურ თანამდებობაზე.

ინკასაციის სამმართველოს ინკასირებისა და დაცვა-გაცილების ჯგუფის (ქ.თბილისი) უმცროსი ინსპექტორი – 13
თანამდებობრივი სარგო 650 ლარი
ინკასაციის სამმართველოს ინკასირებისა და დაცვა-გაცილების ჯგუფის (ქ.ქუთაისი) უმცროსი ინსპექტორი – 3
თანამდებობრივი სარგო 650 ლარი
ინკასაციის სამმართველოს ინკასირებისა და დაცვა-გაცილების ჯგუფის (ქ.რუსთავი) უმცროსი ინსპექტორი – 4
თანამდებობრივი სარგო 650 ლარი
ინკასაციის სამმართველოს ინკასირებისა და დაცვა-გაცილების ჯგუფის (ქ.თელავი) უმცროსი ინსპექტორი – 5
თანამდებობრივი სარგო 650 ლარი

ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** სამხედრო ბილეთი;
** ასაკი - 22 წლიდან 45 წლამდე;
** სიმაღლე - 175 სმ-დან;
** ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
** კარგი ფიზიკური და გარეგნული მონაცემები;
** პოლიციის შესახებ კანონის ცოდნა;
** საქართველოს კონსტიტუციის ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ობიექტიდან ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირება, ინკასირების დაცვა გაცილება და მათი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალურობა;
** მიღებული ბრძანებების დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
** არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
** სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი, მობილურის ნომერი და ფოტოსურათი) 2018 წლის 13 ივლისიდან 30 ივლისამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე