მუნიციპალიტეტის კოორდინატორი - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მუნიციპალიტეტის კოორდინატორი - რეგიონები
მომწოდებელი: ISFED
გამოქვეყნდა: 14 ივლ / განახლდა: 19 ივლ / ბოლო ვადა: 22 ივლ
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე, შემდეგ მუნიციპალიტეტებში: მარნეული, თიანეთი, დედოფლისწყარო, ადიგენი, ასპინძა, ახალციხე, ჭიათურა, საჩხერე, მარტვილი, ჩხოროწყუ.

მოვალეობები:

კოორდინატორი არის ორგანიზაციის წარმომადგენელი მითითებულ მუნიციპალიტეტში და მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე პროექტის ფარგლებში ასრულებს სხვადასხვა საქმიანობას ადგილობრივ დონეზე. მუნიციპალიტეტის კოორდინატორი ანგარიშვალდებულია შესაბამისი რეგიონული კოორდინატორისა და ცენტრალური ოფისის წინაშე.

ძირითადი ფუნქციები:

** საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანოების მონიტორინგის განხორციელება;
** საარჩევნო ციკლში საარჩევნო სუბიექტების საქმიანობაზე დაკვირვება და მათ მიერ გამართულ საჯარო შეხვედრებზე დასწრება;
** აუცილებლობის შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან გამოთხოვნა;
** რეგიონულ კოორდინატორთან შეთანხმებით არჩევნების დღის მოკლევადიანი დამკვირვებლების შერჩევა თავის მუნიციპალიტეტში;
** არჩევნების დღეს მობილური ჯგუფის მოვალეობის შესრულება;
** ორგანიზაციის მიერ გამართულ ყველა სავალდებულო ტრენინგზე დასწრება;
** ადგილობრივ დონეზე დაინტერესებული მხარეებისთვის ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პროექტის ფარგლებში სრულყოფილი და ჯეროვანი ანგარიშგება რეგიონალურ/პროექტის კოორდინატორთან;
** შესაბამისი ინსტრუქციის საფუძველზე პროექტის საქმიანობებიდან გამომდინარე სხვა ვალდებულებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** აპოლიტიკურობა და მიუკერძოებლობა.

სასურველი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საარჩევნო საკითხების ცოდნა;
** არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;
** მოხალისეობრივი საქმიანობის სტაჟი.

შენიშვნა: აღნიშნული პოზიცია არ წარმოადგენს მუდმივ სამუშაოს და კოორდინატორის დასაქმება ხორციელდება პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების და კონკრეტული ვადების მიხედვით. კოორდინატორის საქმიანობის შეთავსება შეუძლიათ დასაქმებულ პირებს, მათ შორის სტუდენტებს, გარდა საჯარო სამსახურში დასაქმებული მოხელეებისა, თუ ხელი არ შეეშლებათ კოორდინატორის საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებაში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: hr@isfed.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და მუნიციპალიტეტი, რომელშიც გსურთ მუშაობა.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 22 ივლისი.

ორგანიზაციის შესახებ:

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიუკერძოებელი, არასამთავრობო, არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაციის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია: დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება; დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობა და თანაბარი საარჩევნო გარემოსთვის ზრუნვა; ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარება; მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის მხარდაჭერა.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობას განურჩევლად კანდიდატის ეროვნების, ეთნიკური წარმომავლობის, რასის, კანის ფერის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობისა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე