საწყობის მუშა, გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის მუშა, გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: სახურავები.გე
გამოქვეყნდა: 14 ივლ / ბოლო ვადა: 14 აგვ
"სახურავები.გე" აცხადებს ვაკანსიებს:

1. საწყობის მუშა

შპს "NSC" არის თუნუქის სახურავების მწარმოებელი კომპანია. ასევე ეწევა სამშენებლო მასალების იმპორტს საზღვარგარეთიდან, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

სამუშაო ადგილი: კომპანიის ოფისი, ქ.თბილისი, კედიას ქ. 10 (წერეთლის გამზირ # 55 თან).

ფუნქციები და მოვალეობები:

** შეკვეთის შესასრულებლად პროდუქციის დამზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ტვირთების დაცლა დატვირთვაში მონაწილეობის მიღება;
** მიღებული საქონლის დათვლა-დასაწყობება;
** საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება;

მოთხოვნები:

** ფიზიკურად მუშაობის გამოცდილება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა და მიზანდასახულობა;
** განვითარების, ახლის ათვისების სურვილი;
** განათლება (საშუალოზე მაღალი)
** გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ახლის სწრაფად ათვისების უნარი;
** მართვის მოწმობა;
** ასაკი 20-დან 40 წლამდე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 9 სთ-დან - საღამოს 18- საათამდე.
ანაზღაურება განისაზღვრება მოლაპარაკებისა და გამოცდილების შესაბამისად. საშუალოდ 500 ლარი + დაზღვევა. იქნება გამოსაცდელი პერიოდი.

2. გაყიდვების კონსულტანტი

სამუშაო ადგილი: კომპანიის ოფისი, ქ.თბილისი, სპ.კედიას ქ.10

ფუნქციები და მოვალეობები:

** მყიდველებისათვის კომპანიის მიერ წარმოებული და სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, როგორც ტელეფონით, ასევე, უშუალოდ ოფისში;
** შეკვეთების მიღება, დამუშავება, დამზადების კოორდინაცია; თანმხლები დოკუმენტაციის გაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება
** მათემატიკური უნარ - ჩვევები
** კლიენტებთან ურთიერთობისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარ-ჩვევები
** უცხო ენის ცოდნა (რუსული, ინგლისური)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
** გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ახლის სწრაფად ათვისების უნარი
** ასაკი: 20-დან 35 წლამდე
** აქტიური, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე. უპირატესობა ენიჭებათ მამაკაცებს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- შაბათი 9:00-დან 18:00-მდე.
ანაზღაურება 600 ლარი + დაზღვევა.

გთხოვთ დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: jobroofjob@gmail.com და გთხოვთ, საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის (მაგალითად: საწყობის მუშა) სახელწოდება.

ჩვენს კომპანიაზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად გთხოვთ, ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს: http://www.nsc-roofs.ge ან http://www.saxuravebi.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე