სერვისის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სერვისის ასისტენტი
მომწოდებელი: Luca Polare
გამოქვეყნდა: 14 ივლ / ბოლო ვადა: 14 აგვ
კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" (შპს "ჯი და ჯი ქოოფერეიშენ") აცხადებს ვაკანსიას სერვისის ასისტენტის თანამდებობაზე თბილისში და სამუშაოდ იწვევს ენერგიულ ახალგაზრდებს.

სამუშაო პირობები:

** სერვისის ასისტენტები იმუშავებენ "ლუკა პოლარეს" კაფე-სანაყინეებში და ურთიერთობა ექნებათ მომხმარებლებთან
** ასისტენტები იმუშავებენ დილის ან საღამოს ცვლებში, მენეჯერთან შეთანხმებით
** შესაძლებელია ნახევარ განაკვეთზე მოქნილი გრაფიკით მუშაობა
** გვიან მუშაობის შემთხვევაში თანამშრომელთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია

სერვისის ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები:

** კაფე-სანაყინის გაღება-დაკეტვა
** კაფე-სანაყინის მოწესრიგება და სისუფთავის შენარჩუნება
** პროდუქტების მიღება-ჩაბარება და ვიტრინაში განთავსება
** გაყიდვების პროგრამასთან, სალაროსთან და ტერმინალთან მუშაობა
** გვიან ღამით ან ადრე დილით მუშაობა განრიგის მიხედვით

პიროვნული თვისებები/უნარები:

** ენერგიული და შრომისმოყვარე
** კომუნიკაბელური, თავაზიანი, მეგობრული
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოგზავნოთ მისამართზე: hr@lucapolare.com და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. შერჩევისას კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, ხოლო მიღებულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ხუთ დღიანი ტრენინგი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე