საწყობის მენეჯერის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის მენეჯერის მოადგილე
მომწოდებელი: დემასი
გამოქვეყნდა: 14 ივლ / ბოლო ვადა: 14 აგვ
შპს "დემასი" (კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია) აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის მოადგილის თანამდებობაზე.

ანაზღაურება: ხელფასი 500 ლარი + ბონუსი = ჯამური საშუალო ანაზღაურება 1500 ლარი; ჯანმრთელობის დაზღვევა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კმ., სავაჭრო ცენტრი "იდეალი"
სამუშაო საათები: 9:00-დან 18:30-მდე; დასვენება: კვირაში ერთი დღე.
სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე ან სადილის საფასურის ანაზღაურება.
სტაჟირების ვადა: 3 თვე. სტაჟირების პერიოდის ანაზღაურება: პირველი თვე - 200 ლარი, მეორე თვე - 400 ლარი, მესამე თვე - 600 ლარი. სწრაფი ათვისების შემთხვევაში შესაძლებელია სტაჟირების ვადის შემცირება.

სამსახურებრივი მოვალეობები: კერამიკული ფილების საწყობში პროდუქციის დაცლა, დასაწყობება, დატვირთვის ორგანიზება და განხორციელება ავტოკარის მეშვეობით.

აუცილებელი მოთხოვნები: მათემატიკური აზროვნება, ინფორმაციის სწრაფი ათვისების, კარგი მახსოვრობის და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი. (სასურველია ავტოკარის მართვის ცოდნა).

კარიერული ზრდის პერსპექტივა: საწყობის მენეჯერი.

რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით (სავალდებულოა ქართულ ენაზე) გამოგზავნეთ ელფოსტაზე: vacancy@demasi.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე