გენერალური დირექტორის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გენერალური დირექტორის მოადგილე
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 14 ივლ / ბოლო ვადა: 22 ივლ
შპს "მისო ლიდერ კრედიტი" აცხადებს შემდეგ ვაკანსიას გენერალური დირექტორის მოადგილეს პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შემდეგ სფეროში: ეკონომიკა, ფინანსები ან ბიზნესის ადმინისტრირება;
** არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე (აუცილებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება);
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;

სამუშაო აღწერილობა:

** მიმდინარე პროცესების მართვა;
** ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის და მათი ეფექტური ურთიერთქმედების გაკონტროლება;
** კომპანიის განვითარების გეგმის შედგენა ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით;
** დადგენილი ანგარიშების გენერალურ დირექტორთან დროულად წარდგენის გაკონტროლება;
** ცალკეულ საკითხებში გადაწყვეტილებების მიღების უფლების დელეგირება და დავალება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
** მენეჯმენტის სისტემისთვის საჭირო პროცედურების დადგენისა და განხორციელების უზრუნველყოფა;
** უმაღლესი მენეჯმენტისთვის მენეჯმენტის სისტემისა და მისი გაუმჯობესების გზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

უნარები:

** სტატისტიკური ანალიზის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაცია
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** დაგეგმვის უნარი
** სტრესულ მდგომარეობაში მუშაობის უნარი
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** გუნდის მართვის უნარი
** პუნქტუალურობა

თუ გსურთ გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ/ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge ან/და შეავსოთ აპლიკაცია http://www.leadercredit.ge (დასაქმდი ჩვენთან) არაუგვიანეს 2018 წლის 22 ივლისამდე.

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისფად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

პერსონალური მონაცემების შენახვა/გამოყენება:

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე მონაცემების დამუშავების შეწყვეტა:

თუ, თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*121).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე