სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: MAY N
გამოქვეყნდა: 14 ივლ / ბოლო ვადა: 13 აგვ
კომპანია "MAY N" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

MAY N პარფიუმერულ სამყაროში გამოცდილი, სიახლეებზე ორიენტირებული და მომხმარებლის ნდობით აღჭურვილი ბრენდია. ეს არის მზარდი და პროგრესზე ორიენტირებული კომპანია, სადაც კომპეტენტური კონსულტანტები მზად არიან მომხმარებელს გაუწიონ სათანადო კონსულტაცია და იზრუნონ მათ სილამაზეზე. ამასთანავე, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს სრულიად უფასო საკურიერო მომსახურებით, მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვაფასებთ ღია, მიზანდასახულ და შრომისმოყვარე თანამშრომლებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი მიზნების მიღწევა და ასევე თქვენი წვლილი კომპანიის საერთო მიზნებში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ.ფალიაშვილის #86
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 6 საათის განმავლობაში, 10:00-დან 16:00-მდე და 16:00-დან 22:00-მდე (ცვლიანობის პრინციპით)
ანაზღაურება: ფიქსირებული 300 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი მომსახურების გაწევა / გადამისამართება;
** გამავალი ზარების განხორციელება;
** კომპანიის მომსახურების გაცნობა, შეთავაზება;
** მომხმარებელთა ინფორმირება ფასდაკლების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
** შემოსული და გასული ზარების პროგრამული აღრიცხვა;
** ზოგადი კონსულტაციების გაწევა კომპანიის მომსახურებისა და პირობების შესახებ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ან მაგისტრატურის დამამთავრებელი სტუდენტი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (გამართული მეტყველება და მართლწერა ქართულ ენაზე, კეთილგანწყობა, თავაზიანობა)
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა ( MS Office );

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** კლიენტებსა და მომსახურებაზე ორიენტაცია;
** თავდაჯერებულობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@mayn.ge და გთხოვთ, თემის ველში ( "Subject line" ) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სატელეფონო ცენტრის ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მეტი ინფორმაციისთვის:

გვესტუმრეთ: http://mayn.ge/
დაგვიმეგობრდით: https://www.facebook.com/MAYgeorgia.ge/

კომპანია MAY N მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე