სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 13 ივლ / ბოლო ვადა: 13 აგვ
"აპტოსი" არის სახისა და სხეულის გადასაჭიმი მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი ქართული კომპანია. 22 წლიანი ისტორია 1996 წელს იწყება, როდესაც ექიმმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი კბილანებიანი ძაფი [barbed thread], რამაც ჩაუყარა საფუძველი ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას - ძაფებით ლიფტინგს - thread lifting. აპტოსს ეკუთვნის პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია კოსმეტიკურ ძაფზე ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.

აპტოსი არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტის საშუალებას იძლევა. 2018 წლის მონაცემებით აპტოსის ძაფები 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ფართო მასშტაბიანი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით. სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში. ასევე პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ აზიის ცენტრალური ოფისი მოსკოვში, ხოლო ევროპის - პრაღაშია განთავსებული.

პოზიცია: სოციალური მედიის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური გვერდის მართვა;
** ორგანიზაციის ოფიციალური ვებ გვერდის ადმინისტრირება/განახლება;
** Facebook კამპანიის მართვა.
** საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამართული წერის უნარი ინგლისურ და ქართულ ენაზე, რუსული- წერის უნარი საშუალო დონეზე.
** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ ერთ წლიანი, ვებ ადმინისტრატორის მიმართულებით.
** გრაფიკული დიზაინის პროგრამების ცოდნა - adobe photoshop, adobe illustrator.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook) ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები:

** კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** მოტივაცია.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებას და სწავლის შესაძლებლობას;
** კომპეტენციაზე დაფუძნებულ ანაზღაურებას, სამუშაოს შესრულებაზე მიბმულ ბონუსურ სისტემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორატიულ ნომერს.

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: mail hr@aptos.ge

განიხილება მხოლოდ მოთხოვნების შესაბამისი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე