სამედიცინო წარმომადგენლების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენლების მენეჯერი
მომწოდებელი: Concept Pharma
გამოქვეყნდა: 13 ივლ / ბოლო ვადა: 13 აგვ
ფარმაცევტული კომპანია "Concept Pharma" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლების მენეჯერის ( Field Force Manager) თანამდებობაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე ან ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** ლიდერული თვისებები;
** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** სტრატეგიული ხედვა და დაგეგმვის უნარი;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო წარმომადგენლების მართვა, მოტივირება, რეპორტინგი;
** ორმაგი და ინდივიდუალური ვიზიტების დაგეგმვა და შესრულება;
** შუალედურ მომხმარებლებთან მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობის აწყობა;
** პორტფელში არსებულ პროდუქტებზე სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და შესრულება;
** რეგულარული რეპორტინგი ზემდგომ პირებთან მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.
** ფარმაცევტულ სფეროში კომპანიის ცნობადობის ზრდის უზრუნველყოფა.

სამუშაო პირობები:

** საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
** გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ კანდიდატს ვთავაზობთ ზრდად ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას;
** სატრანსპორტო ხარჯები და - კორპორატიული ტელეფონი.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. განიხილებიან მხოლოდ კანდიდატები ფარმაცევტული სფეროდან.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით (ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება), მისამართზე: gynamb@client.jobs.ge

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე