ეთიკის კომისიის აპარატის იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ეთიკის კომისიის აპარატის იურისტი
მომწოდებელი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 13 ივლ / ბოლო ვადა: 22 ივლ
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, აცხადებს კონკურსს ასოციაციის ეთიკის კომისიის აპარატის იურისტის პოზიციაზე:

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** უცხო ენის სრულყოფილად ფლობა;
** პროფესიით მუშობის გამოცდილება სულ მცირე 2 წელი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** სასურველია ჩაბარებული ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი შრომის დისციპლინა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინიციატივისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** იურიდიული კვლევისა და წერის უნარ-ჩვევები;
** სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი.

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს კონსტიტუცია;
** საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
** საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
** საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
** საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
** საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
** "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონი;
** ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი;
** "ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ" დებულება.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა კონსულტაცია დისციპლინური წარმოების დაწყების პროცედურის შესახებ;
** ეთიკის კომისიაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა/შემდგომი დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
** ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებათა დამუშავება და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე ატვირთვა;
** ეთიკის კომისიის დისციპლინური საქმისწარმოების ორგანიზება;
** ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების პროექტებზე მუშაობა;
** ეთიკის კომისიის სფეროში არსებული საერთაშორისო და შიდა პრაქტიკის მოძიება და დამუშავება;
** ეთიკის კომისიის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე პრეს-რელიზების მომზადება.
** საჭიროებისამებრ, უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათალი:

** რეზიუმე (ქართულ ენაზე);
** უმაღლესი განათლების ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთის/დიპლომის ასლი;
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** ფოტოსურათი ზომით ¾ (ელექტრონული ვერსია);
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი;
** სამოტივაციო წერილი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 22 ივლისი.

თანამდებობრივი სარგო: 1300 ლარი

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

** განცხადებების გადარჩევა;
** წერითი დავალება;
** გასაუბრება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ საბუთების ჩამონათვალი (დაზიპული ფაილის სახით და სახელის და გვარის მითითებით) ელ-მისამართზე: hr@gba.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის აპარატის იურისტი".

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში;

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანტური პოზიციისთვის. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას გიხდით კონკურსით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე