მდივან-რეფერენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მდივან-რეფერენტი
მომწოდებელი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 13 ივლ / ბოლო ვადა: 22 ივლ
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ასოციაციის მდივან-რეფერენტის პოზიციაზე.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების დარგში);
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშობის გამოცდილება სულ მცირე 1 წელი;
** საოფისე ტექნიკისა და კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა.

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი შრომის დისციპლინა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინიციატივისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კვლევის მეთოდების გამოყენების უნარი;
** ანალიტიკური და კომპლექსური აზროვნების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** თავმჯდომარის და აღმასრულებელი მდივნის შეხვედრების ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
** თავმჯდომარის კალენდრის წარმოება;
** თავმჯდომარესთან საერთაშორისო დელეგაციების ვიზიტთან დაკავშირებული საორგანიზაციო აქტივობების განხორციელება;
** თავმჯდომარის გასვლითი ვიზიტების საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
** სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება მასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
** ასოციაციის აპარატის კანცელარიისა და საქმისწარმოების ადმინისტრირება, სამსახურებრივი დოკუმენტების რეგისტრაცია და დაარქივება, გარდა ასოციაციის წევრობისა და ადვოკატთა ეთიკასთან დაკავშირებული განცხადებებისა;
** მარტივი მონაცემთა ბაზის შექმნა, ელექტრონული დახარისხება და ფილტრაცია;
**დოკუმენტბრუნვის ორგანიზება (როგორც მატერიალურად ასევე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის საშუალებით);
** ელექტრონული ფოსტის კონტროლი, მიღებულ წერილებზე შესაბამისი რეაგირება, რეგისტრაცია და პასუხის გაგზავნის უზრუნველყოფა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** საჭიროებისამებრ, უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათალი:

** რეზიუმე (ქართულ ენაზე);
** უმაღლესი განათლების ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთის/დიპლომის ასლი;
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** ფოტოსურათი ზომით ¾ (ელექტრონული ვერსია);
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 22 ივლისი.

თანამდებობრივი სარგო: 900 ლარი

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

** განცხადებების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ საბუთების ჩამონათვალი (დაზიპული ფაილის სახით და სახელის და გვარის მითითებით) ელ-მისამართზე: hr@gba.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მდივან-რეფერენტი".

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში;

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანტური პოზიციისთვის. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას გიხდით კონკურსით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე