საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 13 ივლ / ბოლო ვადა: 22 ივლ
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, აცხადებს კონკურსს ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ჟურნალისტიკის/საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მომიჯნავე სფეროში)
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშობის გამოცდილება სულ მცირე 3 წელი;
** რეკლამისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების შესახებ კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა.

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი შრომის დისციპლინა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინიციატივისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კვლევის მეთოდების გამოყენების უნარი;
** ანალიტიკური, სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და ეფექტური კომუნიკაციის პროცესის დაგეგმვა;
** მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საიმიჯო კამპანიების წარმოება და ერთობლივი პროექტების წარმართვა;
** ასოციაციის ვებ გვერდის, სოციალური ქსელებისა და შიდა საინფორმაციო გვერდის ადმინისტრირება;
** ასოციაციის ვებ გვერდზე განსათავსებელი მასალის მომზადება/გადახედვა, კორექტირება;
** მიმდინარე სიახლეებისა და პროექტების შესახებ პრეს-რელიზების/სტატიების მომზადება და შესაბამის მედია საშუალებებში და სოციალური სივრცეებში განთავსება;
** მიმდინარე პროცესების, სიახლეების შესახებ ინფორმაციის დამუშავების/მომზადების უზრუნველყოფა და აღნიშნული ინფორმაციის საზოგადოების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და მიზნობრივი აუდიტორიისთვის სათანადო ფორმით, სწორი არხებით და ინტენსივობით მიწოდება;
** პრეზენტაციების, პრეს-რელიზების, სტატიების, ბროშურების დიზაინის მომზადების უზრუნველყოფა;
** PR-კამპანიების, ბრიფინგების, პრესკონფერენციების, შეხვედრების ორგანიზების და ჩატარების გამოცდილება;
** ჟურნალისტიკისა საფუძვლების და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან მუშაობის მეთოდიკის ცოდნა;
** საჯარო გამოსვლების ორგანიზებისა და კოორდინაციის - პრესკონფერენციების, ბრიფინგების, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ფონდის თანამშრომელთა ინტერვიუების ორგანიზების უნარი;
** მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ასოციაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი, ასოციაციის იმიჯთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
** კომპეტენციის სფეროში შემავალი ღონისძიებების ორგანიზება და მართვა;
** პრესკონფერენციებისთვის თემის დამუშავება და ტექსტების მომზადება;
** ფოტოგადაღებების უზრუნველყოფა;
** ადვოკატთათვის საკუთარი ქეისებიდან გამომდინარე პრესკონფერენციების ორგანიზება;
** საჭიროებისამებრ, უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათალი:

** რეზიუმე (ქართულ ენაზე);
** უმაღლესი განათლების ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთის/დიპლომის ასლი;
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** ფოტოსურათი ზომით ¾ (ელექტრონული ვერსია);
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 22 ივლისი.

თანამდებობრივი სარგო: 1450 ლარი

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

** განცხადებების გადარჩევა;
** წერითი დავალება;
** გასაუბრება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ საბუთების ჩამონათვალი (დაზიპული ფაილის სახით და სახელის და გვარის მითითებით) ელ-მისამართზე: hr@gba.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი".

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში;

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანტური პოზიციისთვის. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას გიხდით კონკურსით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე