გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჰენდი
გამოქვეყნდა: 13 ივლ / ბოლო ვადა: 28 ივლ
დასუფთავების კომპანია "ჰენდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის დასახვა, გაყიდვების გეგმის შემუშავება, კონტროლი და შესრულება;
** შესაბამისი გაყიდვების არხების განსაზღვრა და პროდუქტების შექმნა;
** ბაზარზე არსებული ცვლილებების ანალიზი და ინფორმაციის მართვა;
** მოლაპარაკებების წარმოება სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან;
** მონაცემთა ბაზის შემქნა და მუდმივი განახლება;
** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება, მათი კმაყოფილების დონის დადგენა და მონიტორინგი;
** მუდმივი კლიენტების დავალიანებების მონიტორინგი და რეპორტინგი;
** შესრულებული სამუშაოების ანალიზი და რეპორტინგი.

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით);
** სასურველია უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული);
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე.

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** აქტიურ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე handy.georgia.hr@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "გაყიდვების მენეჯერი". წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.

რეზიუმეების გადმოგზავნის ბოლო ვადაა: 2018 წლის 27 ივლისი.

გისურვებთ წარმატებებს!

დასუფთავების კომპანია "ჰენდი"
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ტელ: + 995 577 38 30 38.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე