ზონის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ზონის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 13 ივლ / ბოლო ვადა: 6 აგვ
კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ზონის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

** ზონის გამართულად მუშაობისთვის აუცილებელი პროცედურების მართვა, კონტროლი;
** ზონის მარაგების დაგეგმვა, მართვა, კონტროლი;
** მერჩენდაიზინგის მართვა, კონტროლი;
** მომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** ზონაში დაწესებული სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** ზონაში არსებული ფასდებულების სიზუსტის კონტროლი;
** ზონაში არსებული საქონლის ვადების კონტროლი;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** ხელმძღვანელისაგან მიღებული ინფორმაციების დამუშავება და რეპორტების წარდგენა;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება;
** აუცილებელია პროდუქციის ცოდნა სასაქონლო მახასიათებლების მიხედვით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, მარშალ გელოვანის ქ. #22

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge 2018 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე