PR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: PR მენეჯერი
მომწოდებელი: Index
გამოქვეყნდა: 13 ივლ / ბოლო ვადა: 13 აგვ
"INDEX " აცხადებს ვაკანსიას PR მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ: შპს INDEX GROUP დაფუძნებულია ქართველი და ევროპელი პარტნიორების მიერ და წარმოადგენს ევროპის საუკეთესო და წამყვან ბრენდებს. კომპანიის მულტი-ბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია ინტერიერისა და ექსტერიერის მოწყობისთვის საჭირო მასალების სრული გამა - ავეჯი, განათება, მოსაპირკეთებელი მასალები.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პიარ სტრატეგიის შემუშავება და მართვა.
** კომუნიკაცია საზოგადოებასთან და კომპანიის პარტნიორებთან;
** მუდმივი აქტიური ურთიერთობა ინტერიერზე და ექსტერიერზე მომუშავე დიზაინერებთან და არქიტექტორებთან; არსებული ბაზის მართვა; ახალი ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
** პიარ აქტივობების დაგეგმვა და მოწყობა-ორგანიზება.

მოთხოვნები:

** საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
** სოციალური მედიის ადმინისტრირების გამოცდილება; ივენთების ორგანიზების გამოცდილება სასურველია;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების და ინტერნეტ რესურსების კარგი ცოდნა;
** ეფექტური, გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებელად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა; მოტივირებულობა;
** პრეზენტაბელური გარეგნობა.

პიროვნული თვისებები:

** კრეატიულობა; შემოქმედებითი ხედვა, ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა; კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სიახლეების იოლად ათვისების უნარი;
** გამართული მეტყველება/ წერა;

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით (!) შემდეგ მისამართზე: careers@index.com.ge და "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "PR მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე