არასაბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: არასაბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 13 ივლ / ბოლო ვადა: 27 ივლ
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტის თანამდებობაზე.

არასაბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანაა: მოქმედი კანონმდებლობის და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად, განახორციელოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების ზედამხედველობა.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით.

მოვალეობები:

** არასაბანკო დაწესებულებების ლიკვიდაციის პროცესის წარმართვა;
** არასაბანკო დაწესებულებების ახლად აღმოჩენილი აქტივის რეალიზაციასთან დაკავშირებით სათანადო სამუშაოების წარმოება;
** არასაბანკო დაწესებულებების დარჩენილი ვადადამდგარი ვალდებულებების მიხედვით, აქტივის რეალიზაციიდან ამოღებული თანხის პროპორციულობის პრინციპით განაწილება და წარდგენა;
** სამუშაოების დასრულების შესახებ დასკვნის მომზადება და წარდგენა.
** ლიკვიდაციის პროცესში მყოფ არასაბანკო დაწესებულებებში გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი ღონისძიებების მომზადება და წარდგენა;
** ლიკვიდაციის პროცესში მყოფი არასაბანკო დაწესებულებების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადებისა და ლიკვიდაციის დასრულებულად გამოცხადების საკითხებზე გადაწყვეტილების მომზადება და წარდგენა.
** ლიკვიდირებულ არასაბანკო დაწესებულებებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის, მიღება, აღრიცხვა თემატიკის მიხედვით და შესაბამისი პასუხების მომზადება ორგანიზაციის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით (იურიდიულ, ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტები, კანცელარიის განყოფილება არქივთან დაკავშირებით და სხვა).

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის სფეროში;
** სასურველია სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საზედამხედველო სუბიექტებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

** იდეების დასაბუთება, დარწმუნება;
** პრეზენტაციის მომზადება, ჩატარება;
** ცვლილებების ინიცირება და მართვა;
** ანალიტიკური ანგარიშის მომზადება;
** სტრესის ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;
** ცოდნა ორგანიზაციის მისიის, საჯარო სამსახურის ეთიკის და საზოგადოებრივი სარგებელის შესახებ.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 27 ივლისამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@nbg.gov.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე