მშენებელ-ინჟინერი - თბილისი, ქობულეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მშენებელ-ინჟინერი - თბილისი, ქობულეთი
მომწოდებელი: ელ & ერ კომპანი
გამოქვეყნდა: 13 ივლ / ბოლო ვადა: 13 აგვ
"ელ & ერ კომპანი" აცხადებს ვაკანსიას მშენებელ-ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი - ქობულეთი
ხელფასი: კვალიფიკაციის შესაბამისად.
პირველი 3 თვე გამოსაცდელი ვადა

ძირითადი მოთხოვნები:

** სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების ზედამხედველობა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი.
** ინჟინერ-მშენებლის უმაღლესი განათლება;
** ინჟინერ-მშენებლად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა;
** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ცოდნა;
** პროექტის ნახაზების წაკითხვა, ყოველდღიურად პროექტის წარმართვა, ხელმძღვანელობა;
** გეგმა-გრაფიკების მომზადება;
** სამუშაოების განხორციელება და პერსონალის მართვა;
** საშემსრულებლო ნახაზების პირველადი ვარიანტების შედგენა;
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, ArchiCAD, AutoCAD);
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტების მართვა;
** მოზიდული პროექტების შესაბამისად დამკვეთთან ურთიერთობების განვითარება, შესასრულებელ სამუშაოებზე ანგარიშების წარდგენა, დასრულებისას შესაბამისი დოკუმენტაციით მიღება-ჩაბარების უზრუნველყოფა;
** დაკვეთის მიღების შემდეგ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო პროცესების ორგანიზება;
** სამშენებლო ობიექტზე მის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის სამუშაოს ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
** დავალებების მაღალხარისხიანი და დაგეგმილ ვადებში შესრულება, საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების უზრუნველყოფით;
** სამშენებლო ობიექტზე მომუშავე პერსონალის სამუშაოს აღრიცხვა და მათი ტაბელირება.
** შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარ საწინააღმდეგო წესების დაცვა;
** სამუშაოების შესაბამისი დოკუმენტაციების წარმოების და წარდგენის უზრუნველყოფა.
** დამკვეთისთვის მიმდინარე პროცესებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** სამშენებლო ობიექტის შესაბამისი სამშენებლო მასალით უზრუნველყოფის ორგანიზება და ზედამხედველობა;
** ყოველდღიური ანგარიშის/რეპორტინგის მომზადება მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@LR.com.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე