დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დირექტორი
მომწოდებელი: აქსისი
გამოქვეყნდა: 13 ივლ / ბოლო ვადა: 13 აგვ
აქსისი აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ცენტრის "აქსისპალასი" დირექტორის თანამდებობაზე.

სავაჭრო ცენტრი "აქსისპალასი" მდებარეობს საბურთალოზე აქსისის ყველაზე დიდ პროექტში, ცინცაძის, გამრეკელის და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე. "აქსისპალასის" სავაჭრო ცენტრი, მისი ადგილმდებარეობიდან და კონცეფციიდან გამომდინარე, მუდმივად დატვირთული და ხალხმრავალი სივრცეა. სავაჭრო ცენტრს აქვს ყველა რესურსი იმისათვის, რომ პასუხობდეს თანამედროვე ქალაქის რიტმს, ვითარდებოდეს და ნერგავდეს ნოვატორულ იდეებს.

უფლება-მოვალეობები:

** საოპერაციო ბიუჯეტის მართვა
** ყოველწლიური ბიუჯეტის მომზადება
** ფინანსური ხარჯების მონიტორინგი და ანალიზი
** პოტენციური მოიჯარეების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება
** მოიჯარეებთან ურთიერთობა
** სავაჭრო ცენტრის ცნობადობაზე და ვიზიტორების ზრდაზე მუდმივი მუშაობა
** სავაჭრო ცენტრის მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიღება, კვლევა და ანალიზი
** სხვადასხვა სამსახურების კოორდინაციის უზრუნველყოფა მოთხოვნის შესრულების მიზნით
** პერიოდული ანგარიშების მომზადება
** მომხმარებლებისთვის მომსახურების გაუმჯობესებაზე, მათი ლოიალობის გაზრდაზე მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება კომერციული უძრავი ქონების მართვაში
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Word, Excel, PowerPoint)
** კონფლიქტების მართვის და მრავალრიცხოვან აუდიტორიასთან ურთიერთობის გამოცდილება
** პრეზენტაციის უნარი
** ინგლისური, რუსული და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** მუშაობის უნარი როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად
** დროის მართვის უნარი
** პრობლემურ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების და კონფლიქტების მართვის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტური ანალიზის და გადაცემის უნარი

ყველა დაინტერესებულ პირს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე CV (ფოტო სურათით)ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@axis.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე