იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: კლინტექი
გამოქვეყნდა: 13 ივლ / ბოლო ვადა: 13 აგვ
კომპანია "კლინტექ" - ი (ჰიგიენური პროდუქციის წარმოება, რეალიზაცია, იმპორტი, ექსპორტი) ოფიციალური წარმომადგენელი საქართვლოში მსოფლიოში ლიდერი კომპანიების როგორიცაა Diversey, Kimberly Clark, ERMOP და აშ.) http://www.cleantech.ge

კომპანია "კლინტექ" - ი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაცია/ლიცენზიების ან სხვა საჭირო უფლებების მოსაპოვებლად დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის ორგანოებში წარმომადგენლობა;
** დოკუმენტაციის აღრიცხვა და დაარქივება;
** კომპანიის თანამშრომლებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;
** საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებთან დაკავშირებით მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
** კომპანიის წარმომადგენლობა, მისი ინტერესების დაცვა სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა, სასამართლოში;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებების, სარჩელების, საჩივრების, აქტების, დასკვნების, განცხადებების და სხვა) შედგენა/განხილვა;
** საჭიროებისამებრ, სასამართლო პროცესთან დაკავშირებული საქმის მასალების მომზადება და ინფორმაციის გამოთხოვა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან;
** სამართლებრივი შეფასება და კონკრეტულ საქმეზე დასკვნის მომზადება;
** იურიდიული კუთხით რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სამოქალაქო ან ადმინისტრაციული მიმართულებით);
** საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით (ჩაითვლება უპირატესობად.)

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 68ა
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 დღე)
სამუშაო საათები 09:00 - დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება 2000 ლარი.

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV ფოტოსურათით) შემდეგ ელ-მისამართზე: vacancy@zoma.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე