კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: სიდა
გამოქვეყნდა: 13 ივლ / განახლდა: 16 ივლ / ბოლო ვადა: 20 ივლ
კონკურსი კონსულტანტის შესარჩევად
კონსულტანტი მართლმსაჯულების საკითხებზე რეკომენდაციების პაკეტის შესაქმნელად

"სამოქალაქო განვითარების სააგენტო" (სიდა) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელბას, როგორც სერვისის პირდაპირი მიწოდებით, ასევე, პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.

სტრატეგიული მიზნები:

** სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარება
** ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, რეგიონული და ადგილობრივი განვითარება
** მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესება
** პასუხისმგებლიანი ბიზნესის წახალისება
** გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება.

"სიდა", საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და DVV International-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში" (TESI), რომლის მიზანია პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარება ყოფილი და ამჟამინდელი მსჯავრდებულების, განრიდებული და პირობითი მსჯავრის მქონე არასრულწლოვანი და სრულწლოვანი პირებისა და მათი ოჯახებისთვის.

პროექტის ფარგლებში "სიდა" აცხადებს კონკურსს კონსულტანტის შესარჩევად.

საკონსულტაციო მომსახურების მიზანი:

მართლმსაჯულების სფეროში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების ფარგლებში სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევებისა და სამოქალაქო სექტორში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე რეკომენდაციების პაკეტის მომზადება.

განსახორციელებელი სამუშაოს აღწერა:

** არსებული კვლევის შედეგებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვედრების ფასილიტაცია - შეხვედრების მიზანია მოხდეს დაგროვილი გამოცდილების, ინფორმაციის გაზიარება და ადვოკატირებისათვის ეფექტური კოორდინაციის მექანიზმის შექმნა;
** სარეკომენდაციო პაკეტის მომზადება - პაკეტი უნდა დაეფუძნოს მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის შედეგებს. ამასთანავე, უნდა ითვალისწინებდეს სფეროში დაგროვილ პრაქტიკულ გამოცდილებას, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და აერთიანებდეს ორგანიზაციების ხედვას, როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, ისე განათლების, დასაქმების, სამართლებრივი, ინფრასტრუქტურული და სხვა რელევანტური მიმართულებებით.

კონსულტანტმა უნდა მოახდინოს:

** სამუშაო შეხვედრების ფასილიტაცია (სულ 3);
** განხორციელებული კვლევის შედეგების ანალიზი და სარეკომენდაციო პაკეტისთვის შესაბამისი მიმართულებების იდენტიფიცირება (სამუშაო ჯგუფთან კოორდინაციით);
** რეკომენდაციების შემუშავება და პრობლემების გადაჭრის გზების განსაზღვრა.

კონკურსში მონაწილეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საჯარო პოლიტიკის, სამართალმცოდნეობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით);
** მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ადამიანის უფლებების და მართლმსაჯულების საკითხებზე ანალიტიკური სამუშაოების განხორციელებისა და რეკომენდაციების მომზადების კუთხით;
** ადგილობრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** კარგი ანალიტიკური, ადვოკატირებისა და კომუნიკაციის უნარები;
** კარგი წერითი უნარები ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** გუნდური მუშაობის უნარები.

მოთხოვნილი დოკუმენტაცია:

** პროფესიული რეზიუმე (CV), სადაც ნათლად ჩანს კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილება;
** მინიმუმ 2 რეკომენდატორის შესახებ ინფორმაცია რელევანტური მიმართულებით;
** ბიუჯეტი.

ხელშეკრულების ვადები: განისაზღვრება შერჩეულ კონსულტანტთან შეთანხმებით, განსახორციელებელი სამუშაოების გათვალისწინებით.

ანგარიშგება: კონსულტანტი ანგარიშვალდებული იქნება პროექტის გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ხელშეკრულების პირობებისა და სამუშაო გეგმის შესრულების საკითხებზე.

კონტრაქტის მინიჭების საფუძველი:

კომისია შეაფასებს კონკურსის მონაწილეებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

** აპლიკანტის გამოცდილების შესაბამისობა კონკურსის მოთხოვნებთან;
** წარმოდგენილი ბიუჯეტის გონივრულობა.

ყველა შეკითხვა ან განმარტება კონკურსთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგზავნოთ მისამართზე: n.demetrashvili@cida.ge | tesi@cida.ge 2018 წლის 20 ივლისის ჩათვლით. სათაურის ველში მითითებულ უნდა იქნეს პოზიციის დასახელება.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 20 ივლისისა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე