სასწავლო ვიზიტი აშშ-ში
 
ყველა სტიპენდია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასწავლო ვიზიტი აშშ-ში
მომწოდებელი: USAID/PROLoG
გამოქვეყნდა: 13 ივლ / ბოლო ვადა: 3 აგვ
თანდართული ფაილი: 182874-app.zip
USAID/PROLoG-ის სასწავლო ვიზიტი აშშ-ში პირველი ინსტანციის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის მქონე მოსამართლეებისთვის და მაგისტრატი მოსამართლეებისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" მიერ განხორციელებული პროექტის, "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) ფარგლებში, განავრცო საქმიანობა საქართველოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის მოსამართლეებისთვის პროფესიული ზრდის შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსამართლეთა საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ლიდერობა, ცვლილებების მართვა, სასამართლო საქმეთა მართვა, სასამართლო ეთიკა და დისციპლინა.

2018 წლის ნოემბერში დაგეგმილი სასწავლო ვიზიტი განკუთვნილია პირველი ინსტანციის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის მოსამართლეებისათვის და მაგისტრატი მოსამართლეებისთვის. სასწავლო ვიზიტის სავარაუდო თარიღებია 3-17 ნოემბერი. სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის მისაღებად ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულო არ არის (შეხვედრების დროს გათვალისწინებულია თარგმანი). ვიზიტის დროს მონაწილეები შეისწავლიან აშშ-ს სასამართლოების გამოცდილებას გადატვირთულობის, საქმეთა ნაკადის მართვის, დროის მართვის, კომუნიკაციისა და სამოსამართლო ეთიკის მიმართულებით.

ვიზიტისთვის მოსამართლეთა სამართლიან და ობიექტურ შერჩევას განახორციელებს შერჩევის კომიტეტი USAID-ის ხელმძღვანელობით. შერჩევის პროცესში დიდი ყურადღება დაეთმობა იმას, თუ რამდენად შეუძლია კანდიდატს ვიზიტის ფარგლებში მიღებული ცოდნის და გამოცდილების გამოყენება და მისი გაზიარება კოლეგებისთვის საქართველოში დაბრუნების შემდეგ. აგრეთვე, მონაწილეების შერჩევისას გათვალისწინებული იქნება ვიზიტში მაგისტრატი მოსამართლეების მონაწილეობაც.

ფორმის შევსებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროექტის კოორდინატორს, ბაქარ ჯიქიას, ელ-ფოსტა: bjikia@ewmi.org ტელ: 577 448831.

გთხოვთ, შეავსოთ და დაგვიბრუნოთ მიმართვის ფორმა CV-სთან ერთად შემდეგ ელ-ფოსტაზე: judicialexchange.prolog@ewmi.org არაუგვიანეს 2018 წლის 3 აგვისტოს 09:00 საათისა. საბუთებზე ფოტოსურათის დართვა სასურველია, თუმცა არა სავალდებულო.
 
ყველა სტიპენდია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე