HR და ბიზნეს პროცესების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: HR და ბიზნეს პროცესების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 13 ივლ / ბოლო ვადა: 13 აგვ
"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Spomlek და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

ვაკანსიის დასახელება: HR & ბიზნეს პროცესების ადმინისტრატორ
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

პასუხისმგებლობები:

** ბიზნეს პროცესების მართვასა და დაგეგმარებაში აქტიური ჩართულობა;
** კომპანიის სტრატეგიის შესაბამისი საკადრო პოლიტიკის დაგეგმვა და აღსრულება;
** პერსონალის შერჩევის სტრატეგიის ჩამოყალიბება პოზიციების მიმართულებებისა და რანგის მიხედვით;
** ფუნქციებისა და მოვალეობების გაწერა და სამუშაო პრაქტიკასთან ადაპტირება;
** რეკრუტინგის წარმოება და რეკრუტინგის ჯგუფის(რეკრუტერის) კოორდინირება;
** კანდიდატთა პირადი საქმეების მართვა;
** ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის სტრუქტურული და სტრატეგიული განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ადამიანური კაპიტალის მართვის, მენეჯმენტის, ფსიქოლოგიის და/ან მომიჯნავე დისციპლინების მიმართულებით;
** გუნდის მართვის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
** ადამიანური რესურსების მართვის გამოცდილება საშუალო ან/და მსხვილ რითეილ ორგანიზაციაში
** რუსული და ინგლისურ ენების ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** ანალოგიურ ინდუსტრიაში საქმიანობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

გთხოვთ, დაინტერესებულს აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე