ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 13 ივლ / ბოლო ვადა: 13 აგვ
შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Heidi, Elpozo და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან დაიწყო ბრენდული მარკეტების ქსელის "ევროპროდუქტის" გახსნა.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge | https://facebook.com/europroduct.geo

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით

ძირითადი ვალდებულებები:

** ბაზრის კვლევა; კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
** ბრენდის განვითარების დაგეგმვა და ანალიზი;
** ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება/განვითარება;
** მაღაზიათა ქსელის პერსონალის ინფორმირებისათვის საჭირო მასალების მომზადება და გაცნობა/პროდუქტების შესახებ სიახლეების მუდმივი მიწოდება;
** გაყიდვების ანალიზი;
** გაყიდვების გეგმების შედგენა; გაყიდვების მონიტორინგი; გაყიდვების სტიმულირება;
** მარაგების მართვა;
** პარტნიორებთან ურთიერთობა; მოლაპარაკებების წარმოება; ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება;
** ფასწარმოქმნის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;
** მარკეტინგული ბიუჯეტის შედგენა და მართვა
** პრომო აქციების დაგეგმვა და მართვა
** რეპორტინგი.

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების და/ან მსგავს დარგში;
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
** აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე: hr@europroduct.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე