გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Georgian Service Network
გამოქვეყნდა: 12 ივლ / ბოლო ვადა: 12 აგვ
კომპანია "Georgian Service Network" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობის სფეროა სალარო აპარატების რეალიზაცია და მასთან დაკავშირებული სრული ტექნიკური მომსახურების გაწევა საქართველოს მასშტაბით!

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გამართული მეტყველების უნარი
** მიზანდასახულობა, მოლაპარაკების ეფექტურად მართვის უნარი.
** გუნდურად მუშაობის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ფლობა.
** უპირატესობა მიენიჭება კადრებს, რომელსაც აქვთ გამოცდილება მსგავს სფეროში.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება სატელეფონო საშუალებით
** კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება
** კომპანიის მომსახურების პაკეტების სწორად შეთავაზება
** მონაცემების შეყვანა და ანგარიშის წარდგენა შესრულებულ სამუშაოზე.

პირობები:

** სამუშაო საათები: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00.
** გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე.

კანდიდატის შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
გასაუბრებაზე არჩეული იქნება რამოდენიმე კანდიდატი, თუმცა გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ კომპანია დაიტოვებს საუკეთესოს.

თუ დაინტერესდით აღნიშნული ვაკანსიით და ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: vacancy@gsn.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე