სხვადასხვა - მანავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სხვადასხვა - მანავი
მომწოდებელი: GiuAAni
გამოქვეყნდა: 12 ივლ / ბოლო ვადა: 12 აგვ
ღვინის კომპანია "გიუაანი" საგარეჯოს რ-ნ სოფელ მანავში მდებარე ტურისტული კომპლექსისთვის აცხადებს ვაკანსიას პერსონალის შემდეგ პოზიციებზე:

1. მზარეული
2. ცომის სპეციალისტი

მოთხოვნები: აღნიშნულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება.

3. მოლარე - რამდენიმე შტატი

მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ, 2 წელი);
** სალაროს დისციპლინისა და ფასწარმოქმნის პრინციპის ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების კონტროლისა, პერიოდული რეპორტების წარმოების ცოდნა.

4. მიმტანი - რამდენიმე შტატი

მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ, 2 წელი);
** კლიენტ სერვისის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** მენიუში შემავალი საკვებისა და სასმელის შესახებ სრული ინფორმაციის ფლობა (შესწავლა მოხდება ადგილზე);
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა.

სამუშაო განაკვეთი - სრული.

5. კლიენტ სერვისის პოზიციებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები:

** სასიამოვნო გარეგნობა;
** გამართული მეტყველება;
** კეთილგანწყობა კლიენტის მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** კოლეგიალურობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: მანავი, საგარეჯოს რ-ნი. ტრანსპორტირება და საცხოვრებელი ადგილი უზრუნველყოფილია.

შესაბამისი გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების მქონე კანდიდატებმა 2018 წლის 12 აგვისტომდე გამოგზავნეთ სივი, ფოტოსთან ერთად, შემდეგ მისამართზე: e.babaiants@giuaani.ge ან დეტალების დასაზუსტებლად მიმართეთ: 577229977 ელდარი. სათაურში მიუთითეთ სასურველი პოზიცია, სხვა შემთხვევაში, ვერ მოხდება მონაცემების განხილვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღეთ ვებ გვერდზე: http://www.giuaani.ge/

ღვინის კომპანია "გიუაანი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე