სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: დეგუსტარიუმ
გამოქვეყნდა: 12 ივლ / ბოლო ვადა: 12 აგვ
სასტუმრო "დეგუსტარიუმი" არის ახალი სასტუმრო, სადაც სტუმარს ეძლევა შესაძლებლობა. შეიგრძნოს ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციები, დააგემოვნოს უგემრიელესი ქვევრის მეთოდით დამზადებული ღვინო და დატკბეს თბილისის ულამაზესი ხედებით. სასტუმროს ესაჭიროება ახალგაზრდა, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობით და მოტივაციით აღსავსე გუნდის წევრები.

თუ ხართ დაინტერესებულნი, მოგვწერეთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან სასურველი ვაკანსიის შესახებ და გახდით დასაქმებულნი პერსპექტიული და სტაბილური სამსახურით.

1. ადმინისტრატორი

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 4

სამუშაოს აღწერილობა:

** სტუმრების დახვედრა-გაცილება;
** ჯავშნების მიღება-გაფორმება;
** ტრანსფერის ორგანიზება;
** სატელეფონო ზარების მიღება ქართულ რუსულ და ინგლისურ ენებზე;
** ელექტრონული წერილების კონტროლი;
** მენეჯერის სხვა მოთხოვნების შესრულება.

მოთხოვნები:

** ასაკი: 19-დან 35 წლამდე;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ინგლისური და რუსული ენის გამართული ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება Excel-ის კარგ ცოდნას);
** კომუნიკაბელური, ყურადღებიანი და მობილიზებული;
** გაწონასწორებული;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ავლაბარი, 2 შორაპნის ქუჩა, 24ა
** ანაზღაურება: 600 ლარი
** დანარჩენი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი გასაუბრების დროს.

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@degustarium.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("ადმინისტრატორი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

2. ბელბოი

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

ძირითადი მოვალეობები:

** შეხვდეს და დაეხმაროს სასტუმროს სტუმრებს
** მიიტანოს სტუმრების ბარგი ოთახამდე
** უზრუნველყოს სტუმრების ბარგის მოკლე ან გრძელი ვადით შენახვა/დაბინავება
** თავაზიანად უპასუხოს სტუმრების კითხვებს და დააკვალიანოს ისინი
** გაუწიოს სტუმრებს სხვა რელევანტური ტიპის დახმარება

პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სქესი - მამრობითი
** ასაკი: 18-30 წლამდე
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** უცხო ენების ცოდნა; ქართული (მშობლიური), ინგლისური (ძალიან კარგად) და რუსული (ძალიან კარგად)
** მომსახურების საუკეთესო უნარ-ჩვევების ქონა
** კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევების ქონა
** ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის ზოგადი ცოდნა
** განათლება ტურიზმის სფეროში ჩაითვლება უპირატესად
** თავაზიანი, ყურადღებიანი, გაწონასწორებული და პუნქტუალურობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** შენიშვნების მიღების და გათვალისწინების უნარი

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ავლაბარი, 2 შორაპნის ქუჩა, 24ა
** ანაზღაურება: 400 ლარი
** დანარჩენი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი გასაუბრების დროს.

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@degustarium.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("შვეიცარი/ბელბოი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

3. მიმტანი

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 4

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრისათვის მენიუს მიტანა/გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა
** საჭიროების შემთხვევაში, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების პროცესის შესახებ, სტუმრების ინფორმირება
** სტუმრისათვის სასმელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
** სტუმრებისთვის ყურადღების მიქცევა, პერმანენტული კომუნიკაცია
** სტუმრებისთვის ანგარიშის მომზადება/მიტანა
** სტუმრის გაცილება და მათი შთაბეჭდილების გაგება
** სუფრის გაწყობა/გასერვირება (მაგიდებისა და დამხმარე სერვის/კარადის მომზადება)
** სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა
** სტუმრის ეფექტური მომსახურება სასტუმროს სტანდარტების მიხედვით
** მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მიმტანის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** რესტორნის მომსახურების სტანდარტების კარგად ცოდნა
** აუცილებელია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბარი.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ავლაბარი, 2 შორაპნის ქუჩა, 24ა
** ანაზღაურება: 600 ლარი
** დანარჩენი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი გასაუბრების დროს.

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@degustarium.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("მიმტანი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

4. ოთახის დამლაგებელი

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3

მოთხოვნა:

** გამოცდილება აუცილებელია (სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ქართული ენის ცოდნა, სასურველია დამატებით უცხო ენის ცოდნა;
** დაკისრებული მოვალეობის ვადაში შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიული, კომუნიკაბელური;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ავლაბარი, 2 შორაპნის ქუჩა, 24ა
** ანაზღაურება: 500 ლარი
** დანარჩენი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი გასაუბრების დროს.

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@degustarium.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("ოთახის დამლაგებელი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

სასტუმრო "დეგუსტარიუმი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე