კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 12 ივლ / ბოლო ვადა: 26 ივლ
თანდართული ფაილი: 182756-gpost-app.zip
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიული მომხმარებლების მოზიდვა;
** კორპორატიული მომხმარებლებისათვის კომპანიის პროდუქტების და მომსახურების შეთავაზება;
** კორპორატიული მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა;
** კომპანიის პროდუქტების გაყიდვების სტიმულირება და გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბაკალავრიატი/მაგისტრატურა (მარკეტინგი, გაყიდვების, ბიზნესის ადმინისტრირება)
** 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების/მომსახურების სფეროში;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** შედეგზე ორიენტირებული;

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და თქვენს რეზიუმესთან (CV) ერთად გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 26.07.2018.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე