პრინტებისა და ფოტონამუშევრების კონკურსი
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრინტებისა და ფოტონამუშევრების კონკურსი
მომწოდებელი: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 12 ივლ / განახლდა: 12 ივლ / ბოლო ვადა: 12 აგვ
თანდართული ფაილი: 182724-CSR-PrintsandPhotos.zip
"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში აცხადებს პრინტებისა და ფოტონამუშევრების კონკურსს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე.

კონკურსის მიზანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს (დიზაინერებს, ფოტოხელოვანებს, ფოტომოყვარულებს და ა. შ.).

კონკურსის მოთხოვნები:

აპლიკანტებს ვთხოვთ საკონკურსოდ წარმოადგინონ პრინტები/პოსტერები ან ფოტონამუშევრები, რომლებშიც ვიზუალისა და სლოგანის მეშვეობით შემოქმედებითად არის გადმოცემული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფცია ან მისი ერთ-ერთი კომპონენტი (კომპონენტების ჩამონათვალი იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში). ნამუშევარი უნდა შეიცავდეს მთავარ მესიჯს: "საზოგადოება იმსახურებს პასუხისმგებელ ბიზნესს" და შვიდიდან ერთ-ერთ ქვემესიჯს:

ქვემესიჯების არჩევანი:

** აწარმოე ეთიკური ბიზნესი
** დაიცავი ადამიანის უფლებები
** დაიცავი შრომითი სტანდარტები
** დაიცავი გარემო რომელშიც ვცხოვრობთ
** მოეკიდე მომხმარებლებს პასუხისმგებლობით
** მოაგვარე შენი წილი სოციალური პრობლემები
** აწარმოე ბიზნესი გამჭვირვალედ

ნამუშევარმა უნდა გადმოსცეს მთავარი მესიჯი და ქვემესიჯი კრეატიული სლოგან(ებ)ის მეშვეობით. ნამუშევრის განწყობა უნდა იყოს: პოზიტიური, ადვილად გასაგები, ინფორმაციული. ერთმა პირმა საკონკურსოდ შეიძლება წარმოადგინოს რამდენიმე (მაქსიმუმ 3) ნამუშევარი.

ნამუშევრის ფორმატი: მონაწილემ უნდა წარმოადგინოს A3 ფორმატის პოსტერის პრინტ (PDF) ფაილი, ხოლო ფოტო მაღალი რეზოლუციის JPEG ფაილის ფორმატში.

ფოტონამუშევრის წარდგენის შემთხვევაში:

** დასაშვებია, თუმცა არა სავალდებულო, რომ ფოტო იყოს დამუშავებული სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით - illustrator, photoshop და სხვა;
** მთავარი მესიჯი და ქვემესიჯი ან სლოგანი უნდა წარმოადგენდეს ნამუშევრის ნაწილს, ანუ მოქცეული უნდა იყოს ფოტოს სივრცეში.

ნაშრომი, რომელიც არ დააკმაყოფილებს მითითებულ პირობებს, არ განიხილება საკონკურსოდ.

პრიზი: გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრიზი 500 ლარის ოდენობით.

საკონკურსო ნამუშევრის წარდგენა:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

** შეავსოთ მარტივი სააპლიკაცო ფორმა, რომელიც განთავსებულია ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd65kH0mw4l_RnMDLleeFiCgXCWS-Aer75gurSjG6DK2I6TmQ/viewform?usp=sf_link
** გამოაგზავნოთ საკონკურსო მასალა ელ. ფოსტაზე: csringeorgia@gmail.com
** საკონკურსო მასალასთან ერთად გამოაგზავნეთ პირადობის მოწმობის დასკანერებული ასლი.
** გზავნილის თემად მითითებული უნდა იყოს: "პრინტებისა და ფოტონამუშევრების კონკურსი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე"

დამატებითი ინფორმაცია აპლიკანტებისთვის:

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ, ნომერზე: 599 69 09 69 ან მოგვწეროთ: csringeorgia@gmail.com
საკონტაქტო პირი: ელენე ჩხეიძე

ინფორმაცია კონკურსის განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ:

"საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი" საზოგადოებრივი, არამომგებიანი, არაპოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს შეიქმნა და გააჩნია სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის 22 წლიანი გამოცდილება. ცენტრი წლების განმავლობაში ეფექტურად საქმიანობს ქვეყნის განვითარებისთვის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა: სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა, გარემოს დაცვა, დეცენტრალიზაცია, მომხმარებელთა უფლებები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და სოციალური მეწარმეობა. დამატებითი ინფორმაციისთის იხილეთ: http://www.csrdg.ge; https://www.facebook.com/CSRDG/

პროექტის შესახებ:

მიმდინარე კონკურსი ტარდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" (2017-2020) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული სამოქალაქო ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე