დირექტორის მოადგილე - ზესტაფონი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დირექტორის მოადგილე - ზესტაფონი
მომწოდებელი: m² უძრავი ქონება
გამოქვეყნდა: 12 ივლ / ბოლო ვადა: 24 ივლ
სს "m2 უძრავი ქონება" აცხადებს ვაკანსიას ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2"-ის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, ქ. ზესტაფონში.

ძირითადი მოვალეობები:

** მართავს ფინანსებსა და მიმდინარე ხარჯებს;
** აკონტროლებს საგადასახადო და სააღრიცხვო დოკუმენტაციას;
** აკონტროლებს ფულადი სახსრების ბრუნვას;
** უზრუნველყოფს ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობას;
** ახორციელებს მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების დადგენილი პროცედურების შესაბამისობას; ახორციელებს სასწავლო დოკუმენტაციის, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების მომზადებაზე და გაცემაზე კონტროლს.
** უზრუნველყოფს ფინანსურ ანგარიშების (თვიური, კვარტალური, წლიური, საბოლოო) წარმოებას;
** უზრუნველყოფს ზემდგომი პირებისათვის კოლეჯის საქმიანობის შესახებ სწორი და სრულყოფილი ფინანსური ინფორმაციის მიწოდებას;
** ხელმძღვანელობს დაქვემდებარებული სტრუქტურის თანამშრომლებს;
** გეგმავს და აკონტროლებს ბიუჯეტს; უზრუნველყოფს, კოორდინაციას და კონტროლს უწევს კოლეჯის მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებს;
** შესასყიდი ობიექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით მატერიალური რესურსების უზრუნველყოფის კოორდინატორთან და სხვა სამსახურებთან ერთად ახდენს ბაზრის მოკვლევის კოორდინაციას და კონტროლს;
** მატერიალური რესურსების უზრუნველყოფის კოორდინატორთან ერთად აკონტროლებს კოლეჯის მატერიალურ რესურსებს
** ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო პროგრამებისსტანდარტებთან შესაბამისობის დადგენისა და ავტორიზაციისათვის თვითშეფასების ანგარიში/კითხვარისმომზადების პროცესს.
** ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგსდა შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ.
** ხელმძღვანელობს კოლეჯის სტრატეგიული და მიმდინარე სამოქმედო გეგმების პროექტების მომზადებას.
** ახორციელებს სასწავლო წლის ორგანიზებული დაწყებისათვის საჭირო ღონისძიებებს.
** უზრუნველყოფს სასწავლო ჯგუფების რაოდენობისა და ჯგუფებში სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრას პროფესიების შესაბამისად.
** ახორციელებს ზედამხედველობას სასწავლო გეგმის შესაბამისად პედაგოგებზე საათების განაწილებაზე და ადგენს მასწავლებელთა ტარიფიკაციას.
** ყოველთვიურად აწვდის მასწავლებელთა მიერ ჩატარებული საათების უწყისს მთავარ ბუღალტერს.
** ხელმძღვანელობს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ცხრილის შედგენას, შუალედური და და დასკვნითი გამოცდების ჩატარების პროცესს.
** ხელმძღვანელობს სსსმ პირთა ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში.
** ხელმძღვანელობს სასწავლო სახელოსნოების და სასწავლო აუდიტორიების აღჭურვის, განახლების და შევსების პროცესს,თანამედროვე ტექნოლიგიების შესაბამისად.
** ახორციელებს ყოველდღიურ კონტროლს სასწალო პროცესის მიმდინარეობაზე.
** ახორციელებს სასწავლო დოკუმენტაციის, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების მომზადებაზე და გაცემაზე კონტროლს.
** ხელმძღვანელობს საკურატორო დარგში ვაკანსიების პროცესს, საკვალიფიკაციო მოთხოვნების შედგენას და შერჩეულ კანდიდატს წარადგენს დირექტორთან.
** ხელმძღვანელობს სწავლების ახალი მეთოდების დანერგვას.
** ხელმძღვანელობს სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენის პროცესს.
** ხელმძღვანელობს სხვადასხვა სემინარებში, ოლიმპიადებში, კონფერენციებსა და ტრენინგებში სტუდენტთა და მასწავლებელთა მაღალ ჩართულობას.
** მონაწილეობს კოლეჯის საფინანსო გეგმის და ხარჯთაღრიცხვების შედგენაში;
** მონაწილეობს კოლეჯის სასწავლო მეთოდური ლიტერატურის ფონდის შექმნაში
** მონაწილეობს კოლეჯის ვებ-გვერდზე დასადები ინფორმაციის მიწოდებაში.
** აწარმოებს დაქვემდებარებულ თანამშრომელთა სათანადო მითითებების და დავალებების მიცემას და მათ მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების დროულ, ხარისხიან შესრულებაზე კონტროლს
** უზრუნველყოფს თანამშრომელთა კოორდინირებულ მუშაობას.
** ხელმძღვანელობს სტუდენტთა, პედაგოგთა და დაქვემდებარებული პერსონალის წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის (მათ შორის ვადამდე მოხსნის), ასევე, ამ უკანასკნელთა პროფესიული გადამზადებისა თუ კვალიფიკაციის ამაღლების მიზანშეწონილობის განსაზღვრასა და შესაბამისი შუამდგომლობის დაყენებას დირექტორის წინაშე;
** ახორციელებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ბრძანების პროექტების მომზადებას.
** აწარმოებს კოლეჯის დირექტორის მოთხოვნისამებრ პედაგოგიური კადრებისა და ადმინისტრაციის წევრების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების განხილვას გაწეული მუშაობის შესახებ;
** ხელმძღვანელობს მუდმივ მოქმედ საინვენტარიზაციო კომისიას.
** მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე აწარმოებს არქივში დოკუმენტაციის გადაცემას.
** აწარმოებს მონიტორინგს საერთაშორისო თანამშრომლობის, სოც. პარტნიორების, თვითმმართველი ორგანოების და სხვა სტრუქტურებთან განხორციელებულ ურთიერთთანამშრომლობაზე.
** ასრულებს დირექტორის მოვალეობას, მისი არყოფნის შემთხვევაში.
** ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსებში;
** სამუშაო გამოცდილება (სასურველია ფინანსურ სფეროში) - არანაკლებ 3 წლისა.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, Outlook);
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური სავალდებულოა, გერმანული ჩაითვლება უპირატესად)
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა,
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: m2jobs@m2.ge 2018 წლის 24 ივლისამდე (გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე