მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 11 ივლ / განახლდა: 17 ივლ / ბოლო ვადა: 11 აგვ
გახდი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიის გუნდის წევრი!

"ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა საცალო ვაჭრობის სფეროში რომელიც 2010 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს. ამჟამად კომპანია ფლობს 124 მაღაზიას და ჩვენთან დასაქმებულია 1500 თანამშრომელი.

კომპანიის სწრაფი განვითარებისა და ზრდის მაღალი ტემპის გამო ვეძებთ ჩვენი გუნდის ახალ წევრებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე და სამუშაოდ ვიწვევთ მათ ვისაც სურს:

** გამოცდილების მიღება და მეგობრულ გუნდში მუშაობა
** საკუთარი შემოსავალი
** სამსახური სახლთან ახლოს
** დინამიური და სიახლეებით სავსე სამუშაო გარემო
** სწავლის დაფინანსებას და მხარდაჭერას

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ და შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს
** მზარდ ანაზღაურებას
** ყოველთვიურ ბონუსს
** კვარტალურ პრემიებს და სხვადასხვა სოლიდურ საჩუქრებს
** სწრაფი განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს

თუ გაქვს სურვილი დაიწყო მუშაობა ლიდერ მაღაზიათა ქსელში, ადამიანური რესურსების მართვის ჯგუფი მზად არის უპასუხოს თქვენს ყველა შეკითხვას. გელოდებით ჩვენს გუნდში სამუშაოდ, დაგვირეკეთ ან გადადით ბმულზე და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: ტელ: 595122079; http://www.orinabiji.ge/CV/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე