ტენდერი სატრანსპორტო მომსახურებაზე - კახეთი
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი სატრანსპორტო მომსახურებაზე - კახეთი
მომწოდებელი: CENN
გამოქვეყნდა: 10 ივლ / ბოლო ვადა: 24 ივლ
CENN აცხადებს ტენდერს სატრანსპორტო მომსახურებაზე კახეთის რეგიონში.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:

** მგზავრების გადაყვანა კახეთის რეგიონების მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში (მსუბუქი ავტომობილით, მაღალი გამავლობის ავტომობილით, მინივენითა და მიკროავტობუსის საშუალებით);
** საჭიროების შემთხვევაში მგზავრების გადაყვანა კახეთის რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით და უკან, 24 საათის განმავლობაში (მსუბუქი ავტომობილით, ჯიპით, მინივენითა და მიკროავტობუსის საშუალებით);
** უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა;
** ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალებები;
** ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს სანიტარულ ნორმებს;
** მოთხოვნის შესაბამისად სატრანსპორტო მომსახურების სწორად დაგეგმვა;
** სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა გამოაგზავნონ 2018 წლის 24 ივლისამდე 18:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: misha.murvanidze@cenn.org

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი;
** მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება დღგ-ს ჩათვლით ( 1 კმ-ის ფასი): კახეთის რეგიონების და თბილისის მიმართულებით (Price List);
** გამოცდილება და რეკომენდატორი ორგანიზაციები;
** ავტომანქანების ტექდათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ავტომანქანების მონაცემები: მარკა, მოდელი და გამოშვების წელი.
** ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

** მომსახურების ფასი;
** დაფარვის არეალი;
** ავტომობილების მონაცემები (ავტოპარკი);
** შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება;
** რეკომენდატორი ორგანიზაციები.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მიხეილ მურვანიძე
ტელ: +995 32 275 40 63 /64
მობ: +995 579 00 80 04
ელ-ფოსტა: misha.murvanidze@cenn.org
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე