ტენდერი სერვერის შესყიდვაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი სერვერის შესყიდვაზე
მომწოდებელი: CENN
გამოქვეყნდა: 10 ივლ / ბოლო ვადა: 25 ივლ
თანდართული ფაილი: 182461-cenn-tender.zip
CENN, Global Forest Watch in Georgia-ს პროექტის ფარგლებში აცხადებს ტენდერს სერვერის შესყიდვაზე.

სერვერის დეტალური სპეციფიკაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

ტენდერში მონაწილეობა: ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს.

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, საკონტაქტო პირი;
** ინვოისი;
** მიწოდებისათვის საჭირო ვადა;
** ამონაწერი მეწარმეთა და არასაწარმო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე shorena.ebanoidze@cenn.org ან წარმოადგინონ ასოციაცია CENN-ის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა 27, 2018 წლის 25 ივლისის ჩათვლით.

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

სატენდერო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები იქნება:

** პროდუქტის ფასი;
** პროდუქტის მიწოდების ვადა;
** შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება.
** დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კომპანიასთან.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე