ინტერესთა გამოხატვა - მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინტერესთა გამოხატვა - მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა
მომწოდებელი: შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტრო
გამოქვეყნდა: 9 ივლ / ბოლო ვადა: 1 აგვ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გეგმავს "სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის" სახელმწიფო პროგრამის "მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" გაფართოებას.

ქვეპროგრამის ამოცანაა მიუსაფარ ბავშვთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და ინტეგრაცია. ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის: მობილური ჯგუფის (ფსიქოლოგი, მძღოლი, თანასწორ-განმანათლებელი) მომსახურებით უზრუნველყოფა: ყოველდღიურად (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) სამიზნე ჯგუფის ბავშვების პოტენციური ყოფნის/მუშაობის ადგილებში ვიზიტების განხორციელება; სამიზნე ჯგუფის ბავშვების შესახებ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება/ვიზიტების განხორციელება; ბავშვებთან კონტაქტში შესვლა, ბავშვის საჭიროებების იდენტიფიცირება, კონსულტირება და სოციალური სამუშაოს განხორციელება; საჭიროების შემთხვევაში - ამბულატორიული ან სტაციონარული მომსახურების ორგანიზება; ბავშვის პირადი ჰიგიენის ნივთებით უზრუნველყოფა და მისი დაცვის ხელშეწყობა; საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური მომსახურება; ბავშვის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაციის მოძიება/მოწესრიგება; ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის მოძიება და სოციალური გარემოს პირველადი შეფასება, ასეთის არსებობის შემთხვევაში; მობილური ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას უწევს სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკი.

დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფა მოიცავს: ყოველდღიურ მომსახურებას ორჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი; საჭიროების შემთხვევაში - პირველადი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, ასევე ამბულატორიული ან სტაციონარული მომსახურების ორგანიზებას; პირადი ჰიგიენის დაცვის ხელშეწყობას; ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდებას/ორგანიზებას; კრიზისული სიტუაციების მართვას; ბენეფიციართათვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმების შემუშავებას/განხორციელებას; ბენეფიციართა აკადემიური საჭიროებების გამოვლენისა და მათი დაკმაყოფილების ხელშეწყობას (ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის ხელშეწყობას); არაფორმალური განათლების მიწოდებას; ბენეფიციარების კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფას; ბენეფიციარებისათვის დროის სწორი ორგანიზების, ეფექტური კომუნიკაციის, არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარებისა და სხვა ყოფითი უნარ-ჩვევების სწავლებას.

სადღეღამისო თავშესაფრის მომსახურება მოიცავს: ბავშვის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას (კვება, ჰიგიენა, უსაფრთხოება, თავშესაფარი, განათლება, ჯანმრთელობა, მზრუნველი გარემო); პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზებას; ყოველდღიურ მომსახურებას არანაკლებ სამჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი; კრიზისული სიტუაციების მართვას - სპეციფიკური საჭიროებების გამოვლენა, კრიზისის რისკების დაძლევაში დახმარება, ბავშვის ფსიქოსოციალური მდგომარეობის სტაბილიზაცია; ბენეფიციართათვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ღონისძიებების (შესაბამისი სპეციალისტების ჩართვით) დაგეგმვას/განხორციელებასა და მომზადებას სხვა ალტერნატიულ გარემოში (მათ შორის, ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან/მზრუნველთან) მათ მოსათავსებლად; ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას; ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ჩართვის ხელშეწყობას; ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლებას (თვითმოვლა და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვას); ფსიქოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფას; ბავშვის ინდივიდუალური მომსახურების პროგრამის შემუშავებას და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას; პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარებას, ბავშვის ინტერესების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით; კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას; ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს. დღეის მდგომარეობით აღნიშნული მომსახურება ხორციელდება თბილისში, რუსთავში და ქუთაისში. "მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" გაფართოებისათვის შესაბამისი თანხები გათვალისწინებულია "სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის" 2018 წლის სახელმწიფო პროგრამაში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იწვევს ბავშვებთან მუშაობის გამოცდილების მქონე ორგანიზაციებს ქ. ბათუმში ზემოთაღნიშნულ მომსახურებაზე ინტერესის გამოხატვის მიზნით. იმისათვის რომ ორგანიზაციამ განახორციელოს სადღეღამისო თავშესაფრის მომსახურება ორგანიზაცია უნდა ფლობდეს ან მოიპოვოს სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია.

"სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის" სახელმწიფო პროგრამის "მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" გაფართოების მიმართულებით მსჯელობის გამართვა იგეგმება ქ. ბათუმში, მიმდინარე წლის 18 ივლისს.

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს მთავარ სპეციალისტს ნატო ჩაფიძეს (ტელ.: 591919146, nchapidze@moh.gov.ge).

მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე: info@moh.gov.ge უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის ინფორმაცია:

** წერილობითი განაცხადი ინტერესის გამოხატვის შესახებ;
** საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი; ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი);
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია;
** მომსახურების განხორციელებისათვის საჭირო ფართის საკუთრების ან ფართით დროებით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნონო ოდიშარია
მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. N144
ტელ.: +99532 510037
ელ. ფოსტა nodisharia@moh.gov.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე