იტალიური ენის კურსები - სიცილია
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იტალიური ენის კურსები - სიცილია
მომწოდებელი: ევროპის აკად. ცენტრი - გაცვლითი პროგრამები
გამოქვეყნდა: 9 ივლ / ბოლო ვადა: 9 აგვ
საინტერესო შემოთავაზება "ევროპული ცენტრისგან": დაისვენეთ ხმელთაშუა ზღვის ულამაზეს სანაპიროზე და თან შეისწავლეთ იტალიური ენა.

იტალიური ენის ინტენსიური კურსები ჩატარდება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან, პორტოპალოში მდებარე Villa Giada-ს სასტუმროში. მეცადინეობა ჩატარდება ყოველდღე - 3 საათი (სულ24 საათი)

კურსის ხანგრძლივობა : 8 დღე:

** პერიოდი: 24- 31 აგვისტო
** პერიოდი: 10-18 აგვისტო

პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ინტენსიურად შეისწავლონ იტალიური ენა და გაეცნონ ზოგადად ქვეყნის და სიცილიის კულტურას. პროგრამის დასკვნით ნაწილში, განისაზღვრება მონაწილეების ენის ცოდნის დონე და მიიღებენ შესაბამის, იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერთიფიკატს.

პროგრამის ღირებულება შეადგენს 700 ევროს.

პროგრამაში მონაწილეთა ასაკი არ არის შეზღუდული.

ღირებულება მოიცავს:

** საცხოვრებელ ხარჯებს
** კვებას
** სასწავლო პროგრამას
** პროგრამის ფარგლებში საჭირო მასალებს

ღირებულებაში არ შედის მგზავრობა.

მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა: goo.gl/dvPXox

საკონტაქტო ტელეფონი: 574 334 777, 593575325, 032 2147270

http://www.pdcgeo.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე