სემინარი - საგადასახადო დაბეგვრის სიახლეები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სემინარი - საგადასახადო დაბეგვრის სიახლეები
მომწოდებელი: Papiashvili Consulting Group
გამოქვეყნდა: 6 ივლ / ბოლო ვადა: 24 ივლ
საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის - Kreston International-ის წევრი აუდიტორული კომპანია "Kreston Papiashvili" 2018 წლის 24 ივლისს გიწვევთ დავით პაპიაშვილის სემინარზე "საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში 2017-2018 წლებში შეტანილი ცვლილებების მიმოხილვა"

ტრენინგის თემატიკის მოკლე მიმოხოლვა:

** საგადასახადო კანონმდებლობაში უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები
** საგადასახადო დაბეგვრის პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე სხვადასხვა სიახლეების მიმოხილვა
** შემოსავლების სამსახურის ახალი მიდგომების (ე.წ. მანუალების) მიმოხილვა და მათი პრაქტიკული გამოყენება საგადასახადო რისკების პრევენციის მიზნით
** საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი სხვა აქტუალური საკითხების მიმოხილვა.

სემინარზე სხვა საკანონმდებლო სიახლეებთან ერთად განხილული იქნება ისეთი პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხები როგორიცაა:

** მცირე ბიზნესის საწარმოს სტატუსი და საგადასახადო დაბეგვრის 1% და 3%-იანი რეჟიმები. მცირე ბიზნესის საწარმოს სტატუსის მქონე პირებისთვის დაწესებული დამატებითი ვალდებულებების (რა ვალდებულებებიც ადრე არ გააჩნდათ) მიმოხილვა
** ფიზიკური პირისგან მიღებული მომსახურებისთვის გადახდილი თანხებისა და ფიზიკური პირისათვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონების გადახდის წყაროსთან დაკავების განახლებული წესი. გამონაკლისი შემთხვევების მიმოხილვა რა დროსაც გადახდის წყაროსთან დაკავება არ განხორციელდება
** ორგანიზაციების (ააიპ, სსიპ) დაბეგვრა ე.წ. გამარტივებული ესტონური მოდელის მიხედვით
** ფიზიკური პირისგან შეძენილი საქონლის გადახდის წყაროსთან დაკავება 3%-იანი განაკვეთით
** სპეციალური საწარმო
** საგადასახადო დოკუმენტი
** 2018 წლის ივნისის თვეში გამოქვეყნებული სხვა საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვა.
** საწარმოთა ქონების გადასახადის შემოსავლების სამსახურის მიერ საბაზრო ფასით გაანგარიშების ახალი წესი.
** გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ახალი წესი.
** გადახდილი დივიდენდის განაწილებული მოგების გადასახადით დაბეგვრის განახლებული მიდგომები.
** 2017 წლის განმავლობაში საგადასახადო კანონმდებლობაში შესული სხვა სიახლეების სრული მიმოხილვა.
** 2017-2018 წლებში მიღებული სიტუაციური სახელმძღვანელოების (ე.წ. მანუალების) მნიშვნელოვანი მომენტების მიმოხილვა.
** ავანსის დღგ-ით დაბეგვრის მნიშვნელოვანი მომენტების შეჯამება.
** განაწილებულ მოგების გადასახადის სიახლეების მიმოხილვა და მნიშვნელოვანი მომენტების შეჯამება.
** საგადასახადო კანონმდებლობაში და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში შესული სხვა საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვა.

ტრეინინგს უძღვება სხვადასხვა სასწავლო ცენტრების (ACCA-ს, ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციისა და სხვა სპეციალიზებული სასწავლებლების) მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საგადასახადო კანონმდებლობის ტრენერი, Kreston Papiashvili-ის მმართველი პარტნიორი - დავით პაპიაშვილი.

სემინარის ფორმატი ითვალისწინებს კითხვა-პასუხის რეჟიმს, რა დროსაც მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ კონკრეტულად მათ ორგანიზაციებში არსებული პრობლემატიკიდან გამომდინარე დასვან კითხვები და მიიღონ კონსულტაციები ბატონი დავითისაგან.
სემინარის დასასრულს მსმენელებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

სემინარი ჩატარდება სამშაბათს, 24 ივლისს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.
ტრენინგის ხანგრძლივობაა 6 საათი
ტრენინგის ღირებულება: 120 ლარი დღგ-ს ჩათვლით
თანხის გადახდა წარმოებს წინასწარ, რეგისტრაციის გავლისას.

რეგისტრაციის გასავლელად მიყევით ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1x_Kz0yDAjF15eTABxCRyq3Q8qDm34p7snWC-kxzgY7w/edit

საბანკო რეკვიზიტები:

ს.ს. "თი ბი სი ბანკი"
ა.ა. GE77TB1198136020100005
სვიფტი: TBCBGE22

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე