ტენდერი საოფისე ფართის სარემონტო სამუშაოებზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი საოფისე ფართის სარემონტო სამუშაოებზე
მომწოდებელი: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
გამოქვეყნდა: 6 ივლ / ბოლო ვადა: 26 ივლ
თანდართული ფაილი: 182011-tender-app.zip
ააიპ "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" აცხადებს ტენდერს საოფისე ფართის სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე.

სარემონტო სამუშაოები განხორციელდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, აკაკი გახოკიძის ქუჩა N11ა.
სარემონტო სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემდეგ პერიოდში: 2018 წლის აგვისტო-სექტემბერი (45 დღე).
წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 26 ივლისი, 18:00 საათი.
სარემონტო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით): 30.000 ლარი

სატენდერო განცხადებას დანართების სახით თან ერთვის:

** ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1)
** მანსარდის პროექტი (დანართი N2, N3)
** პირველი სართულის პროექტი (დანართი N4)
** სამუშაოს შესრულების ვადა-გრაფიკი (დანართი N5)
** ინფორმაცია კომპანიის შესახებ (დანართი N6)

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

** ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1), რომელშიც უნდა იშიფრებოდეს ხელფასისა და მასალის ღირებულება (ხარჯთაღრიცხვა მოწოდებული უნდა იყოს თანდართული ფორმის შესაბამისად).
** სამუშაოს შესრულების ვადა, გრაფიკი (დანართი N5)
** კომპანიის სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, ასევე ბოლო სამი წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოს სია და მათგან არანაკლებ ორი დამკვეთი პირის რეკომენდაცია. (დანართი N6)

ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტით, შემდეგ მისამართზე: tbilisi@humanrightshouse.org არაუგვიანეს 2018 წლის 26 ივლისის 18:00 საათისა. ელექტრონული ფოსტის ველში უნდა მიუთითოთ "სატენდერო წინადადება".

სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:
** ხარისხი;
** ღირებულება;
** სამუშაოების შესრულების ვადა;
** ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება ან/და დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: tbilisi@humanrightshouse.org

საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე დათვალიერებისათვის მიმართეთ შემდეგ საკონტაქტო პირს: რატი ვარსიმაშვილი ტელ.: 557 220 449.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე