ტრენერთა ტრენინგი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენერთა ტრენინგი
მომწოდებელი: ნოუ-ჰაუ ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 5 ივლ / ბოლო ვადა: 5 აგვ
ტრენერთა ტრენინგი რ. ჯეფერსონ ჯორჯთან ერთად

ტრენინგი ლექციაა? საკმაოდ განსხვავებულია, ასე არ არის?

ერთად ვიპოვოთ ეს განსხვავებები და განვიხილოთ თუ რა უმთავრეს საკითხებს ეხება ტრენერი:

** მოდერაცია და ფასილიტაცია;
** ჯგუფის დინამიკის მართვა;
** ეფექტური პრეზენტაცია და ვიზუალიზაცია;
** აქტიური მოსმენა, პარაფრაზირება და შეფასება/უკუპასუხი;
** მონაწილეთა ტრენინგის პროცესში ჩართვის მეთოდები;
** მეთოდიკა /ტრენერის ინსტრუმენტები/, დაგეგმვა;
** მუშაობა სხვა ტრენერ(ებ)თან ერთად (ტრენერების ტიპები);
** რაპორტი - კავშირის დამყარება, დარწმუნება და გავლენა;
** "მენტორინგი" და "ქოუჩინგი";
** ამბისა და მეტაფორის თხრობის ხელოვნება;
** თაობათაშორისი კავშირები/განსხვავებები და სწავლის ტიპები.

ტრენინგი ეფუძნება სახალისო, მონაწილეობით პრინციპზე დაფუძნებულ პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და გუნდურ სამუშაოებს, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს ტრენინგების გაძღოლისას თავად გამოიყენონ.

ტრენერები:

რ. ჯეფერსონ ჯორჯი, PhD - დოქტორი საგანმანათლებლო ლიდერობის საკითხებში - ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტი და საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის მაგისტრი - ჰიუსტონის უნივერსიტეტი. საგანმანათლებლო დაწესებულებების მენეჯმენტის 10 წლიანი საგანმანათლებლო ინსტრუქტორის 6 წლიანი და განათლების დარგის კონსულტანტის/მრჩევლის 8 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. ამჟამად, განათლების ფაკულტეტის წევრი ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტში. დაწვრილებითი ინფორმაცია: http://www.linkedin.com/in/rjeffersongeorgephd

დავით დარსაველიძე, PhD, MPA - საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი (ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტი), სერტიფიცირებული ტრენერთა ტრენერი (ამერიკის შეერთებულ შტატები, გერმანია, საქართველო). დაწვრილებითი ინფორმაცია: linkedin.com/in/darsavelidze

ტრენინგის ენა: ქართული და ინგლისური
ტრენინგის ხანგრძლივობა და დრო: 5 შეხვედრა, 19:00 საათზე (საღამოს), კვირაში ორჯერ.
ტრენინგი დაიწყება 16 ივლისს და
დასრულდება 20 ივლისს.
ტრენინგის ადგილია: გორგასლის 34

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ მათი სახელი, გვარი, პოზიცია/ტიტული/ და წერილის სათაურში მიუთითონ ტრენინგის სახელწოდება ("ტრენერთა ტრენინგი") შემდეგ ელფოსტის მისამართზე: info@khtc.ge

საფასური: 350 ლარი.
შესაძლებელია კორპორატიული შეკვეთების მიღება.
თანხის გადახდა: 13 ივლისამდე

შემდეგი საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით:

სს "საქართველოს ბანკი" - BAGAGE22
მიმღები: შპს ნოუ ჰაუ ტრენინგ ცენტრი - ს/კ 400133967
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE73BG0000000518913800GEL

დეტალებზე კითხვებით:

მოგვწერეთ: info@khtc.ge-ზე
დაგვირეკეთ: 557 000 587-ზე
დაგვიმეგობრდით: facebook.com/khtc.ge-ზე

წარმატებას გისურვებთ!

Know How Training Center - გამოცდილების გაზიარების პლატფორმა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე