ტრენინგი - პრაქტიკული ბიზნეს რჩევები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - პრაქტიკული ბიზნეს რჩევები
მომწოდებელი: ნოუ-ჰაუ ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 5 ივლ / ბოლო ვადა: 5 აგვ
ტრენინგი: "პრაქტიკული ბიზნეს რჩევები"

ბიზნესის მართვა ხელოვნებაა, რომლის დაუფლება სათანადო ცოდნის გაზიარების გზითაა შესაძლებელი. ბიზნეს თემატიკის განხილვა პრაქტიკოსებთან ერთად, საკუთარი ბიზნესის კრიტიკულად გაანალიზება და ზრდაზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმა კი წარმატებისა თუ განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.

"ნოუ ჰაუ ტრენინგ ცენტრმა" სწორედ ამ თემატიკის გარშემო მოამზადა პრაქტიკული ხასიათის ტრენინგი ბიზნესის ეფექტური მართვის საკითხით დაინტერესებულ პირთათვის.

ტრენინგი მოიცავს საზღვარგარეთ აპრობირებულ და საქართველოში დანერგილ ცოდნას, თეორიულ და პრაქტიკულ რჩევებს შემდეგ საკითხებზე:

1. ბიზნესის მიზნები და სტრატეგია:

** რა უპირატესობები გააჩნია სამეწარმეო საქმიანობას?
** ვინ არიან სამეწარმეო სულისკვეთებით დაჯილდოვებული ადამიანები?
** როგორ დავიწყოთ ბიზნესი?
** როგორ შევარჩიოთ ბიზნეს იდეა?
** რატომ უნდა შევისწავლოთ დაინტერესებული მხარეები (stakeholder)?
** როგორია ბაზრის სტრუქტურა (ოლიგოპოლია, მონოპოლია, კონკურენცია)?
** რა მაკროეკონომიკური ფაქტორები გავითვალისწინოთ?

2. მარკეტინგი

** როგორ გავაანალიზოთ ბაზარი?
** რას ნიშნავს წითელი და ლურჯი ოკეანეს სტრატეგიები?
** რატომაა აუცილებელი სათანადო მარკეტინგი/პიარი?
** რატომაა მნიშვნელოვანი მარკეტინგის სტრატეგია და მარკეტინგული კვლევა?

3. ადამიანური რესურსების მართვა

** რა უნდა ვიცოდეთ მენეჯმენტის სტრუქტურებზე?
** როგორი ორგანიზაციული წყობები არსებობს?
** როგორ შევიმუშავოთ ორგანიზაციის პრაქტიკული SWOT ანალიზი?
** რატომ არის მნიშვნელოვანი მოტივაცია და როგორ გამოვიყენოთ?
** რა უნდა ვიცოდეთ ლიდერობისა და მენეჯმენტის ფორმებზე?
** როგორ დავიქირავოთ საჭირო თანამშრომელი?
** როგორ ავამაღლოთ თანამშრომლების კვალიფიკაცია /ტრენინგი, კონსალტინგი/?

4. სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმები

** რომელი უწყებები უწყობს ხელს ბიზნესს და როგორ?
** როგორ მოვახდინოთ საკუთარი ბიზნეს იდეის კომერციალიზაცია და ვინ დაგვეხმარება ამაში?
** რას მოიცავს სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში"?

5. მდგრადი განვითარების პრინციპები

** რაში მდგომარეობს მდგრადი განვითარების არსი?
** რას გულისხმობს მდგრადი განვითარება ბიზნესის კონტექსტში?
** როგორია მწვანე ბიზნეს პრაქტიკები?
** რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მწვანე ბიზნესის კონცეფციას ხარჯების ეფექტიანობაზე?

ტრენინგი განკუთვნილია ბიზნესის ეფექტურად მართვის მსურველთათვის.
ტრენინგს გაუძღვება: ოთარ ანთია, MBA, PhD candidate

ის გახლავთ "აწარმო საქართველოში" პროგრამის, მეწამეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი. აქვს ბიზნეს საკითხებზე მუშაობის პრაქტიკოსი ტრენერის დივერსიფიცირებული გამოცდილება. მეტი ინფორმაცია იხილეთ: https://ge.linkedin.com/in/otar-antia-b0701128

ტრენინგზე მოწვეული იქნებიან სპიკერები ლიდერ ორგანიზაციებში, წამყვან პოზიციებზე მუშაობის საინტერესო გამოცდილებით, დიჯითალ (ელექტრონული) პროდუქტების განვითარების, საგადასახადო, მარკეტინგისა თუ სხვა საკითხებზე. ტრენინგი ეფუძნება ჰარვარდის ქეისების მეთოდოლოგიას. შესაბამისად, ტრენინგის მსვლელობისას დიდი ყურადღება დაეთმობა პრაქტიკულ ქეისებს, რაც მაქსიმალურად აღქმადს და სახალისოს ხდის ტრენინგს.

მონაწილეებს დამატებით გადაეცემათ სათანადო მასალები, და სერტიფიკატი.

კორპორატიული დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია თქვენს საჭიროებებზე მორგებული ინტენსიური ტრენინგის შემოთავაზება.

რეგისტრაცია: გამოგვიგზავნეთ თქვენი სახელი, გვარი, და წერილის სათაურში მიუთითეთ ტრენინგის დასახელება ("პრაქტიკული ბიზნეს რჩევები") ელფოსტის მისამართზე: info@khtc.ge

ტრენინგის ხანგრძლივობა და დრო: 5 შეხვედრა, 19:00 - 21:00 საათზე.
ტრენინგის თარიღები: 24, 26 და 31 ივლისი და 2 და 4 აგვისტო.
ტრენინგის ადგილია: გორგასლის 34, თბილისი
საფასური: 450 ლარი.
შესაძლებელია კორპორატიული შეკვეთების მიღება.

თანხის გადახდა: 20 ივლისამდე.

შემდეგი საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით:

სს "საქართველოს ბანკი" - BAGAGE22
მიმღები: შპს ნოუ ჰაუ ტრენინგ ცენტრი - ს/კ 400133967
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE73BG0000000518913800GEL

დეტალებზე კითხვებით:

მოგვწერეთ: info@khtc.ge-ზე
დაგვირეკეთ: 557 000 587-ზე
დაგვიმეგობრდით: facebook.com/khtc.ge-ზე

წარმატებებს გისურვებთ!

Know How Training Center - გამოცდილების გაზიარების პლატფორმა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე