სარეზიდენტო პროგრამა - სხვადასხვა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სარეზიდენტო პროგრამა - სხვადასხვა
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 2 ივლ / ბოლო ვადა: 20 ივლ
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს სარეზიდენტო პროგრამაზე მიღებას.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.
სპეციალური მინიშნება:

საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტები მიიღებენ 100%-იან, 80%-იან სასწავლო გრანტს ან შეღავათიან სტუდენტურ სესხს.

რეგისტრაცია ხდება მხოლოდ 1 პროგრამაზე, თუმცა კონკურსის განმავლობაში მონაწილეს ექნება შესაძლებლობა დააფიქსიროს თავისთვის სასურველი მეორე მომიჯნავე სპეციალობაც (ამის შესახებ კომპანიისგან მიიღებთ ინფორმაციას).

სარეზიდენტო პროგრამები:

** ზოგადი ქირურგია
** შინაგანი მედიცინა
** პედიატრია
** ნეონატოლოგია
** ლაბორატორიული მედიცინა
** ორთოპედია-ტრავმატოლოგია
** რადიოლოგია
** ნევროლოგია
** ნეიროქირურგია
** კარდიოქირურგია
** კარდიოლოგია
** ბავშვთა კარდიორევმატოლოგია
** ბავშვთა ნევროლოგია
** ბავშვთა ენდოკრინოლოგია
** ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა
** ენდოკრინოლოგია
** ბავშვთა ქირურგია
** ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია
** ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია
** მეანობა და გინეკოლოგია

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 20 ივლისი, 2018.

საბუთების ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/diplomisshemdgomi-mzadeba/rezidentura/0/0

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე