მარკეტინგის სერვისები მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისათვის
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის სერვისები მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისათვის
მომწოდებელი: USAID Zrda Activity
გამოქვეყნდა: 2 ივლ / განახლდა: 10 ივლ / ბოლო ვადა: 25 ივლ
თანდართული ფაილი: 181459-RFA_No. 054-3002A-003-S-2018.zip
ციფრული მარკეტინგის სერვისები მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმროებისათვის.

მოცემული აქტივობის მიზანია, დაეხმაროს კონკურსის წესით შერჩეულ, ზრდას სამიზნე რეგიონებში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის საოჯახო სასტუმროებსა და სასტუმროებს შემდეგი სახის ციფრული მარკეტინგის მომსახურებების მიღებაში:

** დაინტერესებული სასტუმროებისთვის ინდივიდუალური ტრეინინგებისა და კონსულტაციების მიწოდება ონლაინ/სოციალურ მედიაში განსათავსებელი შინაარსის (კონტენტის) შექმნასა და საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის (SEO) პრინციპების გამოყენებაზე;
** სასტუმროებისთვის მოკლე, მიმზიდველი აღწერილობების მომზადება დაჯავშნის სისტემებში, ვებ-გვერდებზე, სოციალურ მედიაში განსათავსებლად;
** საინფორმაციო ან კომპლექსური ვებგვერდების შექმნა ყველაზე მოტივირებული მესაკუთრეებისთვის მათი საჭიროებებისა და სურვილებისამებრ;
** მიდგომებისა და სტრატეგიის შეთავაზება გაყიდვების გაზრდისათვის, ციფრული მარკეტინგის არხებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით, მათ შორის სოციალური და კომერციული რეკლამა;
** სარეკლამო მასალების დიზაინი და დაბეჭდვა თითოეული დაინტერესებული ბენეფიციარისთვის, რაც შეავსებს სასტუმროს ციფრული მარკეტინგის სტრატეგიას.

ზრდა აცხადებს მოთხოვნას საგრანტო განაცხადზე N 054-3002A-003-S-2018 - ციფრული მარკეტინგის სერვისები მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმროებისათვის

განაცხადების წარმოდგენისას გთხოვთ მიუთითოთ საგრანტო განაცხადის N 054-3002A-003-S-2018 შესაბამის ველში.

სატელეფონო ზარები არ მიიღება.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე