ესეების კონკურსი 2
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ესეების კონკურსი 2
მომწოდებელი: CCIIR
გამოქვეყნდა: 28 ივნ / ბოლო ვადა: 20 ივლ
"სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი" აცხადებს მრავალფეროვნების საერთაშორისო სკოლისათვის უნივერსიტეტის სტუდენტების კონკურსს. სკოლა ორგანიზებულია ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტის "მრავლფეროვნებისათვის მომზადება და ტოლერანტობის გაძლიერება საქართველოს ახალგაზრდებში" ფარგლებში. მრავალფეროვნების სკოლა ორიენტირებულია აქტიური სტუდენტების იდენტიფიცირებასა და მრავალფეროვნების მიმართ მათი მგრძნობელობის გაძლიერებაზე, რაც არა მხოლოდ მათი ცნობიერების შეცვლას გამოიწვევს, არამედ მოამზადებს მათ თანატოლებთან თანასწორობის, მრავალფეროვნების პატივისცემისა და ინტეგრირებისათვის სამუშაოდ, ამ ცნობიერებისა და დამოკიდებულებების სწავლასა და მუშაობის პროცესებში დანერგვისათვის.

მრავალფეროვნების სკოლა 7-დღიანია და ჩატარდება 1 - 15 ოქტომბრის პერიოდში, მონტენეგროს საზღვაო საკურორტო ქალაქში. სკოლის პერიოდში ცხოვრება და მრავალფეროვნების საკითხებთან დაკავშირებული ლექციები და პრაქტიკული მუშაობა სრულად არის დაფინანსებული დონორის მიერ. მრავალფეროვნების სკოლაში მონაწილეობის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

** უნდა იყვნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები;
** ჰქონდეთ კარგად ჩამოყალიბებული კონცეფცია მრავალფეროვნებისა და ინტეგრაციის პოლიტიკის გავლენის შესახებ საქართველოს სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე;
** გააჩნდეთ ქართული, ინგლისური და რუსული ენების კარგად განვითარებულ საკომუნიკაციო უნარები;
** იცნობდნენ და იზიარებდნენ გუნდური მუშაობის პრინციპებს;
** ორიენტირებულნი და დაინტერესებულნი იყვნენ ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში;
** აინტერესებდეთ კონფლიქტის მხარეებს შორის მრავალფეროვნების პრინციპებზე აგებული ნდობის ჩამოყალიბების საკითხები;
** მზად იყვნენ თანატოლებთან, კოლეგებთან და უნივერსიტეტის საზოგადოებასთან იმავე საკითხებზე მუშაობისა და კონსულტაციებისათვის.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გამოვლინდება საუკეთესო ესსეის ავტორები, რომელთა რეზიუმეები აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს. მეორე ეტაპი კი მოიცავს პირისპირ გასაუბრებას კანდიდატთან.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ განახლებული რეზიუმე და ესეი "მრავალფეროვნების საკითხები პიროვნული, საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესებში" არაუგვიანეს 2018 წლის 20 ივლისის 17 საათისა შემდეგ მისამართზე: info@cciir.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: "მრავალფეროვნების სკოლა - ესეი - სახელი, გვარი".

საკონკურსო ესეის შინაარსი, ჟანრი, ფორმატი თავისუფალია და შეიძლება წარმოდგენილი იყოს მოთხრობის, ნოველის, პუბლიცისტიკის, პოეზიის, ჩანახატის და სხვ. სახით. მთავარი მოთხოვნაა, რომ შექმნილ თხზულებებს ზემოთ აღნიშნული საკითხები გამჭოლ ხაზად გასდევდეს. ესეის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 15 ბეჭდურ გვერდს, უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ ენაზე, ფონტი - sylfaen ან acadnusx; ფონტის ზომა - 12, ხაზებს შორის დაშორება - 1.5; გვერდებიდან დაცილება - 1 სმ.

საუკეთესო ესეები შეირჩევა ცნობილი ქართველი მწერლებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ბრმა შერჩევის პრინციპით. შერჩეული ესეების ავტორებთან კი ჩატარდება გასაუბრება, რომლის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება საზაფხულო სკოლაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე